href="tl_files/chekup.pdf""

ორთოპედიის, ტრავმატოლოგიის, სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტი

 

 

   ჩვენი განყოფილება გახლავთ თანამედროვე მსოფლიო  სამედიცინო სტანდარტების       
    შესაბამისი, რომელიც სპეციალიზირებულია როგორც საყრდენ- მამოძრავებელი   
    სისტემის მწვავე და ქრონიკული, თანდაყოლილი და შეძენილი დაავადებების
    დიაგნოსტიკის, კონსერვატიული და ოპერაციული მკურნალობის მეთოდებზე, აგრეთვე
    პაციენტების პოსტოპერაციულ რეაბილიტაციაზე.

   ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ განყოფილებას ხელმძღვანელობენ გამოცდილი   
  გერმანელი და ქართველი ექიმები, რომლებიც მრავალი წელია გერმანიის სხადასხვა   
  კლინიკებში მოღვაწეობენ და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში გავრცელებულ,
  თანამედროვე, კონსერვატიულ და ოპერაციული მკურნალობის მეთოდებს ფლობენ.

   ოსტეოსინთეზისა და ენდოპროთეზირებისთვის ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ მსოფლიოში  
   აღიარებულ, მაღალი ხარისხის, თანამედროვე მასალას, როლებსაც გერმანული
   და ამერიკული ცნობილი ფირმები წარმოადგენენ სამედიცინო ბაზარზე.


დიაგნოსტიკა


   სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტიკისთვის ჩვენი კლინიკა აღჭურვილია  
   ექოსკოპიის, რენტგენის, კომპიუტერული- და მაგნoტორეზონანსული ტომოგრაფიის
   ულტრათანამედროვე აპარატურით.

 ფიზიოთერაპია/რეაბილიტაცია 
   იმისათვის რომ ოპერაციის შემდგომ პერიოდში სწრაფად და უმტკივნეულოდ მოვახდინოთ   
   პაციენტების მობილიზაცია, თითოეული ნაოპერაციები პაციენტი გაივლის მისთვის
   შესაბამის ინდივიდუალურ ფიზიოთერაპიის/რეაბილიტაციის კურსს.
 

ენდოპროთეზირება


ენდოპროთეზირების შემთხვევაში ხდება არა მარტო თანდაყოლილი ან შემდგომში
    შეძენილი დაავადების შედეგად დეგენერაციულად გადაგვარებული , არამედ ხშირ
    შემთხვევაში, აგრეთვე ტრავმის შედეგად დაზიანებული ანატომიური სახსრის
    ხელოვნურით ჩანაცვლება.
    ჩვენი ქირურგიული გუნდი სპეციალიზირებულია მენჯ-ბარძაყის, მუხლის, მხრის,
   იდაყვის და კოჭ-წვივის სახსრების ენდოპროთეზირების თანამედროვე მეთოდებზე.

   

მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზი

   ენდოპროთეზი მრავალი სახეობის არსებობს და შედგება სხვადასხვა მასალისაგან
   დამზადებული რამოდენიმე კომპონენტისაგან.( პოლიეთილენი, კერამიკა, ტიტანი და ა.შ.)
   სახსრის ფუნქციურ-ანატომიური მონაცემებიდან გამომდინარე, აგრეთვე დაავადების
   ფორმისა და ხარისხის შესაბამისად,  ჩვენ ინდივიდუალრად შეგირჩევთ თქვენთვის   
   შესაბამის და ხელსაყრელ ენდოპროთეზის მოდელს. უპირველეს შემთხვევაში გთავაზობთ   
   ულტრათანამედროვე, მინიმალურად ინვაზიურ, ძვლების დამზოგველ, უცემენტო ტიტანის
   მოდელებს კერამიკული კომპონენტებით. ამ სახეობის ენდოპროთეზებს გააჩნიათ
   სხვებთან შედარებით ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადა და მათი იმპლანტაციის
   შემთხვევაში, აქამდე დაგროვებული გამოცდილებით, პაციენტები შედარებით სწრაფად
   და უმტკივნეულოდ ახერხებენ მობილიზაციას.


მუხლის სახსრის ენდოპროთეზი



  მუხლის სახსრის ენდოპროთეზირება ჩვენს კლინიკაში ხორციელდება ნავიგაციური  
  კომპიუტერული სისტემის საშუალებით / „Computer Assisted Operation System“/. კომპიუტერი   
  არ არის რობოტი, რომელიც თვითონ აკეთებს ოპერაციას. ოპერაციას ახორციელებს და  
  სრულად მართავს ქირურგი, ნავიგაცია კი ეხმარება მას ზუსტად გაზომოს სახსრის და
  მთლიანად კიდურის ბიომექანიკური, ანატომიური მონაცემები, განსაზღვროს
  ენდოპროთეზის ზომა, იოგოვანი აპარატის დაჭიმვის ხარისხი, ძვალთა კვეთის პუნქტები  
  და მიმართულებები. რაც ბევრად აუმჯობესებს ხელოვნური სახსრის ფუნქციურ ხარისხს
  და საგრძნობლად ზრდის ენდოპროთეზის ექსპლუატაციის ვადას.

                                                       

კლინიკის თერაპიული სპექტრი



  ენდოპროთეზირება, ართროდეზი, ართროპლასტიკა, ართროსკოპია, ოსტეოსინთეზი,  
  მაკორეგირებელი ოსტეოტომია, ამპუტაცია, ოპერაციები მყესებზე, იოგოვანი აპარატის
  რეკონსტრუქცია, რბილი ქსოვილების რეკონსტრუქცია,  ნაწოლების ქირურგიული
  მკურნალობა, რეაბილიტაცია.

 

მომსახურების სფერო


  ართროზები, მოტეხილობები, პოსტტრავმული დეფორმაციები,არასწორად შეხორცებული მოტეხილობები, ცრუ სახსარი, რბილი ქსოვილების დაზიანებები, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პოსტტრავმული და იმპლანტატასოცირებული ინფექციები.

მხრის სარტყელი და ზედა კიდურები
მხრის, იდაყვის, მაჯის, ფალანგთაშუა სახსრების ამოვარდნილობები, ართროზები, მყესების დაზიანებები
ზედა კიდურების ძვლების ყველა სახის მოტეხილობა,
ბეჭის და ლავიწის ძვლების მოტეხილობები, ლავიწის ამოვარდილობა
როტატორული მანჟეტის დაზიანება, მხრის ორთავა და სამთავა კუნთების მყესების დაზიანება,  SLAP - დაზიანება, ეპიკონდილიტი
კარპალური არხის სინდრომი, დუპუიტრენის კონტრაქტურა

მენჯი და ქვედა კიდურები
მენჯ-ბარძაყის, მუხლის, კოჭ-წვივის სახსრების ართროზები, ამოვარდნილობები
მენჯის ძვლების მოტეხილობები,  მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია
ქვედა კიდურების ძვლების ყველა სახის მოტეხილობები
მუხლის ჯვარედინი და გვერდითი იოგების დაზიანებები, მენისკის დაზიანებები,
კოჭ-წვივის სახსრის ამოვარდნილობა-მოტეხილობები, მყესების დაზიანებები
აქილევსის მყესის დაზიანება,ჩაქუჩისებრი თითები, ქუსლის დეზი,
ცერის ვალგუსური დეფორმაცია / Hallux Valgus


 

 

 

გიორგი ჭუმბურიძე


 ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
(გერმანიის სახელმწიფო სერთიფიკატი
Facharzt fuer Orthopaedie und Unfallchirurgie)
 
სპეციალიზაცია: ართროსკოპია, ტრავმა, ენდოპროთეზირება,
 
10 წლიანი სამედიცინო პროფესიული გამოცდილება გერმანულ კლინიკებში
 Wolfartklinik Graefelfing/Muenchen, Justizvollzugskrankenhaus Nordrhein- Westfalen, in Frönderberg; Ev. Krankenhaus Hagen-Haspe;
 

 

კონტაქტი


ტელ: (+995 32) 2 190 190
orthopedics@newhospitals.ge
შემოგვიერთდით!