href="tl_files/chekup.pdf""

საუკეთესო მკურალობა, შეუდარებელი ექსპერტიზა

ჩვენი მიზანი უროლოგიაში: პაციენტები ჩვენთვის რაოდენობა არ არის, ჩვენთვის თითოეული მათგანი პიროვნებაა!

ჩვენ ვიცით, რომ თითოეულ პაციენტს აქვს თავისი პირადი სამედიცინო შემთხვევა და საკუთარი საჭიროებები. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი უროლოგიური დაავადება _ ინფექციებით დაწყებული და სხვადასხვა პრობლემებით დამთავრებული, ჩვენი განყოფილების ექიმები გიმკურნალებენ ყველაზე ეფექტური და თანამედროვე მეთოდებით.

ჩვენი კლინიკა პაციენტებს სთავაზობს პერსონალიზებულ უროლოგიურ მკურნალობას, ჩვენი სპეციალიზაციაა---ბავშვთა და მოზრდილთა უროლოგიური მკურნალობა

მომსახურეობის სფეროები:

  • მამაკაცთა და ქალთა შარდსადინარის დაავადებები
  • პროსტატის სიმსივნე
  • საშარდე ბუშტის სიმსივნე
  • თირკმლის სიმსივნე
  • პედიატრიული უროლოგია
  • შარდში სისხლის არსებობა
  • რეკონსტრუქციული უროლოგია
  • შარდშეუკავებლობა
  • ქალთა უროლოგია
  • უროდინამიკა
  • შარდის ბუშტის და თირკმლის დაავადებები
  • ნეიროუროლოგია

tl_files/newhospitals/images/pages/departments/urology-02m.jpg

დიაგნოსტიკა: ემყარება საუკეთესო კლინიკურ პრაქტიკას და უახლეს სამედიცინო აპარატურას

ნიუ ჰოსპიტალსის უროლუგიური განყოფილება თავის პაციენტებს ყოველთვის სთავაზობს ყველაზე სანდო და თანამედროვე პროცედურებსა და დიაგნოსტიკურ ტექნოლოგიებს უროლოგიის დარგში.
ექიმის მიერ ჩატარებული გასინჯვისას ივსება სამედიცინო ისტორია და პაციენტის ამბულატორიული ბარათი, რაც პირველ ნაბიჯს წარმოადგენს საშარდე გზების დაავადებათა დიაგნოსტიკაში.

 

ჩვენ გთავაზობთ უროლოგიური დიაგნოსტიკის სიახლეებს:

  • Vysis® UroVysion - უროტესტი საშარდე ბუშტის სიმსივნის დიაგნოზისათვის
  • შარდის ციტოლოგია და შარდის კულტურები
  • NMP22 - საშარდე ბუშტის სიმსივნის სკრინინგისათვის
  • ანატომიური პათოლოგია /შარდის ბუშტის ბიოფსია და პროსტატის ბიოფსია
  • PSA, თავისუფალი PSA, სრული PSA და ულტრა მგრძნობიარე PSA -ს ჩათვლით
  • STD ტესტი, CT/GC და HerpeSelect®ჰერპესის ვირუსის ტესტი
  • სპერმის ანალიზი

სერვისები: ჩვენ გვესმის თქვენი და გიგვარებთ პრობლემებს თქვენი საჭიროებების შესაბამისად

ნიუ ჰოსპიტალსის უროლოგიის განყოფილება ახორციელებს ქალთა და მამაკაცთა უროლოგიური დაავადებების ფართო სპექტრის მკურნალობას. ზოგიერთი პაციენტისთვის, რომელსაც მოშლილი აქვს საშარდე სისტემა, შეიძლება ოპერატიული ჩარევა იყოს მკურნალობის საუკეთესო მეთოდი, მაშინ როცა სხვა პაციენტისთვის არაქირურგიული მკურნალობა უკეთესი შედეგის მომტანია. ჩვენს კლინიკაში მკურნალობის მრავალი არაქირურგიული მეთოდია
დანერგილი.

 

კონსერვატული მომსახურება:

  • მამაკაცთა საშარდე გზების  ბაქტერიული ინფექციები
  • ქალთა საშარდე გზების  ბაქტერიული ინფექციები
  • შარდშეუკავებლობა
  • პროსტატიტები

ქირურგიული მომსახურება:

  • შარდის ბუშტის სიმსივნე - ახალი შარდის ბუშტის შექმნა, პლასტიკა
  • პროსტატის სიმსივნე - ნერვებისა და პოტენციის შენარჩუნებით
  • შარდსადინარი ტრაქტის თანდაყოლილი ანომალიების ქირურგიული გასწორება
  • საშვილოსნოს ყელის რეკონსტრუქცია
  • ქალთა შარდშეუკავებლობა-მინიმალურად ინვაზიური კორექცია სლინგების გამოყენებით
  • უროგენიტალური ტრაქტის ავთვისებიანი სიმსივნეები
  • პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მინიმალურად ინვაზიური და ენდოსკოპიური მკურნალობა
  • ვარიკოცელე – სათესლე გზების ვენების ვარიკოზული დაავადება
  • ურინალური ლითიაზია (შარდკენჭოვანი დაავადება) და ენდოუროლოგია
  • გენიტო-ურინალური ტრაქტის ტრავმები
  • შორისის და სათესლე ჯირკვლების ოპერაციები

 


 

შემოგვიერთდით!