href="tl_files/chekup.pdf""

ზრუნვა ქალის ცხოვრების ყველა ეტაპზე

ჩვენი გაიდლაინი: ვუმკურნალოთ ნებისმიერი ასაკის ქალბატონს და შევუნარჩუნოთ ჯანმრთელობა

ჩვენი ქალბატონი პაციენტების ჯანმრთელობაზე წარმატებით ზრუნავს გამოცდილ სპეციალისტთა მრავალდარგობრივი გუნდი, კვალიფიციური როგორც თერაპიული, ასევე ქირურგიული გინეკოლოგიის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში. ვითვალისწინებთ რა გინეკოლოგიური პრობლემების ემოციურ და სოციალურ ასპექტებს, ჩვენს პაციენტებს ვუტარებთ არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მკურნალობას, არამედ ჩვენი მხარდაჭერითა და თანაგრძნობით მათ ნდობასაც ვიმსახურებთ.

ჩვენ პაციენტთა შორის არიან ახალგაზრდა ქალები, რომელთა ჩივილებს შორისაც არის მენსტრუალური ციკლის დარღვევები, კონტრაცეპტული ტექნოლოგიები, და ვუტარებთ მათ ინდივიდუალურ მკურნალობას. იმ შემთხვევებში, როდესაც თერაპიული მკურნალობა არასაკმარისია, ჩვენ ვიყენებთ უახლეს მეთოდებს ლაპარასკოპიული დიაგნოსტიკის, ქირურგიული ოპერაციებისა და საშვილოსნოს ყელის პროცედურების ჩათვლით, რათა პაციენტს მოცილდეს ფიბროიდული კვანძები და შეუჩერდეს სისხლდენა. ჩვენ აგრეთვე ვატარებთ დიაგნოსტიკურ და თერაპიულ პროცედურებს სტრესის კონტროლისა და გენიტალური პროლაფსის თავიდან ასაცილებლად.

სერვისის არეალი:

  • ოჯახის დაგეგმვა
  • ლაპარასკოპიული დიაგნოსტიკა და ოპერაციები
  • მიკრო-ქირურგიული ოპერაციები
  • ინფექციური დაავადებები
  • ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგია
  • გინეკოლოგიური ონკოლოგია

tl_files/newhospitals/images/pages/departments/gynecology-01m.jpg

დიაგნოსტიკა: მივაწოდოთ ჩვენს პაციენტებს ჯანმრთელობის შენარჩუნების, დაავადებათა თავიდან აცილებისა და მათი წარმატებით მკურნალობისაკენ მიმართული ინდივიდუალური, სპეციალიზებული მკურნალობა

ქალბატონებს ვუტარებთ როგორც სრულფასოვან გინეკოლოგიურ, ასევე ქირურგიულ მკურნალობას ყველა სახის გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ, საშვილოსნოს ყელის დაწევის, პედიატრიული და მოზარდთა გინეკოლოგიისა და რეპროდუქტიული სისტემის დაავადებების ჩათვლით.

ჩვენ აგრეთვე წარმატებით ვმკურნალობთ სიმსივნურ დაავადებებს და ქალთა სასქესო ორგანოების პრეინვაზიური დაავადებებს, ქირურგიული მეთოდებით მკურნალობის ჩათვლით. ჩვენი კლინიკის ექიმები ერთ სივრცეში მუშაობენ თქვენი კომფორტისა და წარმატებული მკურნალობისათვის. ექიმები ყურადღებით უსმენენ პაციენტების ჩივილებს, მათთან ერთად მუშაობენ ავადმყოფობისა და მისი გამომწვევი მიზეზებისა და  პაციენტების ინდივიდუალური საჭიროებების დასადგენად და ქმნიან შესაბამისი ინდივიდუალური მკურნალობის გეგმას თვით პაციენტებთან და მათი ოჯახის წევრებთან ერთად.

 

 

დიაგნოსტიკა:

  • დიაგნოსტიკური ლაპარასკოპია
  • საშვილოსნოს გაფართოება და აწევა
  • ჰისტერო-სალპინოგრაფია
  • საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა
  • სონოჰისტეროგრაფია
  • საშვილოსნოს ექოსკოპია
  • HCG ტესტი (ორსულობის დადგენა)
  • სამეანო ექოსკოპია
  • პროჟესტერონის ტესტი

მომსახურება: ჩვენი განყოფილება გთავაზობთ უახლესი მეთოდებითა და აპარატურით ჩატარებულ მაღალკვალიფიცირებულ მკურნალობას

ჩვენ გთავაზობთ მრავალფეროვან მომსახურებას, მათ შორის საშვილოსნოს ყელის ლაპარასკოპიულ და მუცლის ღრუს პროცედურებს, ფიბროიდული კვანძებისა და საკვერცხეების კისტების მოცილებას, აგრეთვე ენდომეტრიოზისა და ჭარბი სისხლდენით მიმდინარე დარღვეული ციკლის მქონე ქალბატონების მკურნალობას.

 

ჩვენი გინეკოლოგიური მომსახურება

  • ჯანმრთელი ქალბატონების პერიოდული პროფილაქტიკური ვიზიტები
  • ადენომიოზები
  • საშვილოსნოს ყელის ანთება
  • ორმაგი საშვილოსნო
  • ენდომეტრიული ჰიპერპლაზია
  • საშვილოსნოს პოლიპები
  • ვაგინიდან უცხო სხეულის მოცილება
  • ახალი კონტრაცეპტიული ტექნოლოგიები, ჰორმონული, სპირალური და ქირურგიული კონტრაცეპციის ჩათვლით
  • საკვერცხეებისა და ფალოპის მილების ბიოფსია
  • საშვილოსნოს გაფართოება
  • ტრანს-ვაგინალური პუნქცია
  • ვაგინალური სისხლდენა
  • ვაგინალური გაღიზიანებები და ინფექციები (მწვავე ვაგინიტები)
  • მენოპაუზის მართვა
  • PMS (მენსტრუაციის წინა სინდრომი)
  • შუა ასკის ქალბატონებისათვის ჯანმრთელობის შენარჩუნების სტრატეგიები,  ინდივიდუალურად შერჩეული ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის ჩათვლით
  • შარდის შეუკავებლობა
  • სქესობრივი ფუნქციის შეფასება
  • ჰისტერექტომია
  • ვაგინალური პლასტიკა
  • რეკონსტრუქციული ოპერაციები გინეკოლოგიაში
  • გინეკოლოგიური ქირურგია ლიმფოდენექტომიით

ექიმები

 

tl_files/newhospitals/images/pages/doctors/DSC_4140.jpg

ზაზა მუსერიზე

 

სპეციალიზაცია: მეან-გინეკოლოგია, ონკოგინეკოლოგია, რადიოლოგია, ენდოსკოპიური ქირურგია

კონტაქტი

 

ტელ: (+995 32) 2 190190
შემოგვიერთდით!