href="tl_files/chekup.pdf""

satauri


surati

saxeli


text

kontakti


text

2015-12-17მოწოდებულები ჩვენი პაციენტების საუკეთესო მკურნალობისაკენ

ჩვენი გაიდლაინია: ჩვენი კარდიოლოგიური განყოფილება პაციენტებს სთავაზობს მკურნალობის საუკეთესო მეთოდებს უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობით და საუკეთესო ექიმების გამოცდილებით

 

ჩვენი საავადმყოფოს კლინიკური კარდიოლოგების ჯგუფი პაციენტების მკურნალობის ყოველდღიურ პროცესშია ჩართული. კარდიოლოგები აფასებენ და მართავენ პაციენტების ჯანმრთელობას და აწვდიან მათ მულტიდისციპლინარულ მეთოდიკას. ჩვენი გუნდი შედგება ექსპერტი კარდიოლოგების, კარდიოქირურგების, ანესთეზიოლოგებისა და ექიმთა ასისტენტებისაგან.

 გულის დაავადებათა სპეციალისტები სვამენ დიაგნოზს და მკურნალობენ კარდიოლოგიურ დაავადებათა სრულ სპექტრს, მათ შორის მაღალი წნევასა და მაღალ ქოლესტერინს, აგრეთვე გულის სხვა კომპლექსურ და რთულ დაავადებებს. განყოფილებას აქვს მომსახურების შემდეგი სფეროები:

მომსახურების სფეროები:

  • კლინიკური კარდიოლოგია
  • არაინვაზიური კარდიოლოგია
  • ინტერვენციული კარდიოლოგია
  • კარდიო ექოსკოპია
  • CT ანგიოგრაფია

tl_files/newhospitals/images/pages/departments/cardiology-02m.jpg

დიაგნოსტიკა: გულის დაავადებების დარგში ჩვენ გთავაზობთ თანამედროვე დიაგნოსტიკურ საშუალებებს და ექიმთა ცოდნასა და გამოცდილებას, აგრეთვე მომსახურებათა ფართო სპექტრს მოზრდილებისა და ბავშვებისათვის.


გულის მწვავე ან ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი შეიძლება დაისვას ყოველწლიური პროფილაქტიკური შემოწმების დროს ან სპეციფიური სიმპტომების გამოვლინებისას.  მკურნალობის სწორი კურსის არჩევისათვის უმნიშვნელოვანესია სწორი დიაგნოზის დასმა. ჩვენთან გამოიყენება უთანამედროვესი დიაგნოსტიკური აპარატურა და ლაბორატორია. ჩვენი თანამედროვე დიაგნოსტიკური  სერვისი თქვენს სამსახურშია.

დიაგნოსტიკა

  • კარდიოლოგიური კორონაროგრაფია და კათეტერიზაცია
  • ანგიოპათია
  • ელ.კარდიოგრაფიული ტესტი
  • ექოკარდიოგრაფია
  • CT სკანირება
  • მაგნიტურ რეზონანსური ტომოგრაფია
  • ლაბორატორიული დიაგნოსტიკა
  • ულტრაბგერითი ექოსკოპია
  • რენტგენი
  • თორმეტ მონაცემიანი ელექტროკარდიოგრამა
  • ელექტროკარდიოგრამა დატვირთვით(ტრედმილი)
  • არდიოგრამის 24 საათიანი მონიტორინგი (ჰოლტერი)
  • სისხლის წნევის 24 საათიანი მონიტორინგი

 

ტესტები

  • ინვაზიური ტესტები
  • ლაბორატორიული ტესტები
  • ფიზიკური დატვირთვის ტესტები
  • რადიოგრაფიული ტესტები
  • ექოსკოპია
  • სტრესის ტესტი

 

მომსახურებები: ნიუ ჰოსპიტალის განახლებული კარდიოლოგიური განყოფილება პაციენტებს უწევს კონსულტაციებსა და მომსახურებას კარდიოლოგიისა და გულის დაავადებათა დარგში

ჩვენი კარდიოლოგები სპეციალურად არიან მომზადებულნი, რათა ეფექტურად შეაფასონ პაციენტის მდგომარეობა გულისა  და სისხლძარღვთა დაავადებების დროს. სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობისათვის საყოველთაოდ მიღებულ მეთოდიკებთან ერთად ჩვენ გთავაზობთ მოწინავე, თანამედროვე დიაგნოსტიკურ მეთოდებს და დაავადების სწორ მართვას. ჩვენი ექსპერტი კარდიოლოგები მჭიდროდ თანამშრომლობენ თავიანთი დარგის უცხოელ სპეციალისტებთან და მათთან გამოცდილების გაზიარებით აღწევენ საუკეთესო შედეგებს პაციენტების მკურნალობისა და მათი სიცოცხლის ხარისხის ამაღლების საქმეში.

 

მომსახურებები

  • არითმიები
  • მწვავე მიოკარდიული ინფარქტები
  • ტაქიკარდიტები
  • კარდიომიოპათიები
  • ქოლესტერინის მომატება
  • გულის თანდაყოლილი დაავადებები
  • კორონარული არტერიების დაავადებები
  • გულის უკმარისობა
  • გულის სარქველების პათოლოგიები
  • მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)
  • ინფექციური ენდოკარდიტი

ექიმები

 

tl_files/newhospitals/images/pages/doctors/DSC_4970.jpg

ზვიად ყიფიანი

 

კარდიოლოგიური სამსახურის უფროსი

 

სპეციალიზაცია: კარდიოლოგია

 

    კონტაქტი

 
ტელ: (+995 32) 2 190190
cardiology@newhospitals.ge
 

  

 

ქეთევან ჩაგუნავა

 მედიცინისდოქტორი

სპეციალიზაცია:არაინვაზიური კარდიოლოგია,ექო კარდიოგრაფია, ჰოლტერ-მონიტორინგი,ელექტ 

რო კარდიოგრაფია და სისხლის წნევის მონიტორინგი, ტრედმილის ტესტი


 

კონტაქტი


ტელ: (+995) 32 2190190
cardiology@newhospitals.ge

 


 

ანა ჯაბაური


მედიცინის დოქტორი
 
სპეციალიზაცია: კარდიოლოგიის წამყვანი სპეციალისტი

კონტაქტი


ტელ: (+995) 32 2190190
შემოგვიერთდით!