href="tl_files/chekup.pdf""

ჩვენ ვიცავთ პაციენტების ინტერესებს და მზად ვართ მათ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად

ჩვენი დევიზი: მდგომარეობისა და დაავადების სწორი შეფასება

 

ჩვენი ენდოკრინოლოგიური გუნდი მუშაობს სხვადასხვა პროფილის ექიმებთან ერთად, რათა მიაწოდონ პაციენტებს საუკეთესო ხარისხის, სპეციალიზირებული სამედიცინო მომსახურება. ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას, რომელიც ეფუძნება თანამედროვე მკურნალობას და მიესადაგება იმ ცოდნას, რომელიც პირადად სჭირდება თითოეულ პაცინეტს და მათთვის ადვილად გასაგებია. პაციენტების უკეთ დასახმარებლად ვიყენებთ უახლეს, მოწინავე ტექნოლოგიებს. ჩვენი ენდოკრინოლოგიური სერვისი ფარავს კონსულტაციებისა და მკურნალობის ფართო სპექტრს როგორიც არის შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის ჯირკვლის დაავადებები, ჭარბთმიანობა, ოსტეოპოროზი, ფარისებრი ჯირკვლის და ფარისებრახლო ჯირკვლების დაავადებები, ცხიმოვანი ცვლის დარღვევა და სიმსუქნე და სხვა.

მომსახურების სფეროები:

  • თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები (ადისონის დაავადება, კუშინგის სინდრომი)
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
  • ჰიპოთირეოიდიზმი
  • თიროიდული კვანძები
  • შაქრიანი დიაბეტი (I და II ტიპი)
  • კვებითი ანომალიები
  • რეპროდუქტიული სისტემის ანომალიები
  • ჭარბი წონა
  • კახექსია
  • ნივთიერებათა ცვლის  დარღვევა
  • პედიატრიული ენდოკრინოლოგია
  • ოსტეოპოროზი
  • ძვლის და მინერალური ცვლის დარღვევები

tl_files/newhospitals/images/pages/departments/endicronology-02m.jpg

დიაგნოსტიკა: ჩვენთვის ყველა პაცინეტი განსაკუთრებულია

ჩვენ დამოუკიდებელი განყოფილება ვართ, რომლის სპეციალისტებიც ფოკუსირებულები არიან ენდოკრინოლოგიურ დაავადებებზე, რომლებიც დაკავშირებულია ჰორმონებსა და ნივთიერებათა ცვლასთან. ჩვენი განყოფილების ექიმების სპეციალიზაცია ენდოკრინოლოგიური პაციენტების მკურნალობაა, ხოლო პირადი ექიმებისაგან კი პაციენტები მიიღებენ დანიშნულებას ყველა იმ დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც არა ენდოკრინული ხასიათისაა.
ენდოკრინოლოგიური განყოფილების ექიმები დიაგნოსტიკურ ტესტებს შემდეგი მიზნით გამოიყენებენ:

  • პაციენტის სხეულში სხვადასხვა ჰორმონის დონის გასაზომად
  • ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციების შესაფასებლად
  • ენდოკრინოლოგიური პრობლემების გამომწვევი მიზეზების დასადგენად
  • ენდოკრინოლოგიური პრობლემების ადრეული დიაგნოსტიკისთვის

 

დიაგნოსტიკა

  • 24 საათიანი შარდის შეგროვების ტესტი
  • რენტგენი
  • ექოსკოპია
  • CT კომპიუტერული ტომოგრაფია
  • ძვლის დენსიტომეტრიის ტესტი
  • გლუკოზააზე ტოლერანტობის ტესტი
  • A1 C ტესტი
  • მიკროალბუმინის ტესტი
  • სისხლის ანალიზი

სერვისები: მოწოდებულნი ვართ თქვენთვის საუკეთესო მკურნალობა შემოგთავაზოთ

შაქრიანი დიაბეტისა და სხვა ჰორმონული დარღვევების მქონე პაციენტებისათვის საჭიროა სწორად დაგეგმილი მკურნალობა და ხანგრძლივი დროით ჯანმრთელობის შენარჩუნება. ამასთან ერთად ჩვენ გვესმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თვით პაციენტებისათვის ამ დაავადებების არსის გაგება. დიაბეტის განვითარება და მართვა თანამედროვე მეთოდებითა და ამომწურავი ინფორმაციითაა შესაძლებელი.

 

ქირურგიული მომსახურება

  • თიროიდექტომია
  • ბარიატრიული ოპერაციები
  • ნაწილობრივი თირეოდექტომია
  • ოპერაციები თირკმელზედა ჯირკვლებზე
  • ოპერაციები ჰიპოფიზზე

 

კონსერვატიული მკურნალობა

  • შაქრიანი დიაბეტის მართვა
  • ფეხისა და ტერფის წყლულების მკურნალობა შაქრიანი დიაბეტის დროს (დიაბეტური ტერფი)
  • დიაბეტური რეტინოპათიების კომპლექსური მკურნალობა
  • ოსტეოპოროზის მართვა
  • ჰიპო- და ჰიპერთიროიდიზმის მკურნალობა

 

 

ექიმები

 

შემოგვიერთდით!