href="tl_files/chekup.pdf""

ჩვენ ვუვლით თქვენს შვილებს, ვმკურნალობთ თქვენი ოჯახის პატარა წევრებს, გიწევთ დახმარებას და გაძლევთ რჩევებს

 

ჩვენი გაიდლაინი: გუნდური მუშაობით და ორგანიზაციით ჩვენ ვცდილობთ, საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ ბავშვის მკუნალობაში

 

ჩვენი მიზანია საუკეთესო მკურნალობითა და პროფესიული ცოდნით გავაუმჯობესოთ ბავშვთა ჯანმრთელობა. იქნება ეს  ბავშვი ინტენსიური თერაპიის პალატაში თუ ნებისმიერი სხვა პატარა პაციენტი,
მკურნალობისას ჩვენ მთელი თავდადებით ვშრომობთ თითოეული მათგანის ჯანმრთელობისათვის და ვცდილობთ არ გავტეხოთ ჩვენი საავადმყოფოს კარში შემოსული თითოეული ბავშვის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად დადებული ფიცი.

ნიუ ჰოსპიტალსის ყველა დონეზე თქვენთან, ოჯახთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, ჩვენ შევძლებთ მივაღწიოთ ბავშვთა მკურნალობაში საუკეთესო შედეგებს. ვიცით, რომ ბავშვები, თავიანთი ფსიქოლოგიით, უნიკალურები არიან. ისინი უფროსებისაგან განსხვავებულად უჩივიან სხვადასხვა დაავადებას და გარემოს გამოწვევების მიმართაც სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ. ჩვენი პედიატრები საუკეთესოდ არიან მომზადებულები, რათა გადაჭრან ეს პრობლემები. მათ აქვთ სპეციალური ცოდნა და გამოცდილება, რათა წარმატებით შეაფასონ ბავშვთა განვითარებისა და ქცევის პრობლემები, და ამავე დროს შენიშნონ და მართონ მხოლოდ ბავშვებისათვის დამახასიათებელი მწვავე თუ ქრონიკული დაავადებები.

tl_files/newhospitals/images/pages/departments/pediatrics-03m.jpg

 

დიაგნოსტიკა: ჩვენი პედიატრიული პრაქტიკა ბავშვებზე და მათ ოჯახებზეა გათვლილი

თუ თქვენ კლინიკაში პირველად მოდიხართ, ჩვენ დამატებით დროს გამოგიყოფთ, რათა დაწვრილებით შევისწავლოთ თქვენი და თქვენი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის ისტორია და აგრეთვე თქვენი ბავშვის იმუნიზაციის ისტორია, დეტალურად განვიხილოთ იმ მედიკამენტების სრული სია, რომელსაც ბავშვი იღებს. პაციენტის პირველი ვიზიტისას ხდება მისი დეტალური გასინჯვა, რათა შეიქმნას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრული სურათი, რომელიც ექიმს გაუადვილებს მკურნალობის პროცესს. პირველი ვიზიტის შემდეგ პედიატრი ადგენს იმ საწყის წერტილს, საიდანაც იქმნება მისი, ბავშვისა და ოჯახის ურთიერთობის ხანგრძლივი ისტორია. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პედიატრი უნიშნავს მას დიაგნოსტიკურ ტესტებს და ანალიზებს:

 

  • ლაბორატორიულ ტესტებს
  • რენტგენოლოგიური გამოკვლევა
  • ექოსკოპიას
  • კომპიუტერულ ტომოგრაფიას
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
  • სხვა დაიგნოსტიკურ პროცედურებს

მომსახურებები: ყველაფერი რაც ბავშვისთვისაა საჭირო, ერთ ადგილასაა თავმოყრილი

ნიუ ჰოსპიტალსის პედიატრიული განყოფილება პაციენტებს უწევს სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებას. თუკი თქვენს ბავშვს მკურნალობისთვის სჭირდება სტაციონარში ყოფნა, ჩვენ უზრუნველვყობთ სტაციონარულ მკურნალობას. ჩვენ საშუალება გვაქვს გამოვიყენოთ ამბულატორიული მკურნალობის მეთოდებიც, როდესაც თქვენი შვილის მდგომარეობა მოითხოვს ისეთ ტესტებსა და მკურნალობის მეთოდებს, რომლებიც სტაციონარში მის დატოვებას არ საჭიროებს.

 

ჩვენი სერვისები შემდეგ სფეროებს მოიცავს:

  • პედიატრიული ოფთალმოლოგია
  • ნევროლოგია
  • კარდიოლოგია
  • ყელ-ყურ–ცხვირი
  • ენდოკრინოლოგია და დიაბეტის მართვა
  • რევმატოლოგია
  • ინფექციური დაავადებები
  • ალერგოლოგია, იმუნოლოგია
  • ქირურგია
  • ორთოპედია
  • უროლოგია
  • ნეიროქირურგია
  • დერმატოლოგია
  • რადიოლოგია
  • გადაუდებელი თერაპია

ექიმები

 

tl_files/newhospitals/images/pages/doctors/DSC_4122.jpg

 თამილა მეიშვილი,

 მედიცინის დოქტორი

 
სპეციალიზაცია: პედიატრიული ნევროლოგია

   კონტაქტი

 
 
ტელ: (+995 32) 2 190190
pediatric@newhospitals.ge
 
 
tl_files/newhospitals/images/pages/doctors/DSC_4066.jpg

  ირმა გოქაძე

 
სპეციალიზაცია: პედიატრია, გადაუდებელი მედიცინა

   კონტაქტი

 
ტელ: (+995 32) 2 190190
pediatric@newhospitals.ge
 
 
შემოგვიერთდით!