href="tl_files/chekup.pdf""

ჩვენ მკურნალობის პროცესს ვახორციელებთ 24 საათის განმავლობაში 7 დღე კვირაში

 

ჩვენი დევიზი: ჩვენ ვართ იქ სადაც პაციენტს ვჭირდებით

ჩვენი კლინიკის ინტენსიური მკურნალობისა და ანესთეზიის განყოფილება სრულად არის აღჭურვილი იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს პაციენტს საუკეთესო დახმარება. ჩვენი მაღალკვალიფიციური ექიმები და პერსონალი მზად არიან გაუწიონ დახმარება კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფებს, ასევე მათ, ვისაც აქვთ შედარებით მსუბუქი მდგომარეობა და ტრავმები.
სამკურნალო პროცედურების შედგენისას ჩვენ ვიყენებთ მულტიდისციპლინურ მიდგომას, რაც სპეციფიურად ესადაგება პაციენტების მრავალფეროვან დაავადებებსა და საჭიროებებს. კლინიკის მიმღებში ხდება პაციენტის მდგომარეობის შეფასება იმისათვის, რომ ზუსტად დადგინდეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მოხდეს მისი მკურნალობის პროცესის ზუსტი დაგეგმვა და კოორდინირება.

tl_files/newhospitals/images/documentation/docu_pic_298px200px.jpg

ინტენსიური თერაპია: ყველა სერვისი შეთანხმებულად მუშაობს, რათა დროულად დაისვას დიაგნოზი და დაყოვნებლივ დაიწყოს პრობლემების გადაჭრა

ეს განყოფილება ემსახურება პაციენტებს, რომლებსაც აქვთ მწვავე ან გადაუდებელი მდგომარეობები, აგრეთვე ფართო სპექტრის დაავადებები – გულსისხლძარღვთა და ნეიროვასკულური, სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევები, მწვავე რესპირატორული დარღვევები, ტრავმა, და სხვა. ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებას, კოორდინირებულ კოოპერაციას და კრიტიკული მედიცინის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს. ჩვენი სასიამოვნო გარემო წარამტების უმნიშვნელოვანესი კომპიონენტია, რათა საკეთესო მკურნალობა შევთავაზოთ ჩვენს პაციენტებსა და მათ ოჯახის წევრებს.

განყოფილების მედდები დამატებით ცოდნასა და გამოცდილებას ფლობენ თირკმლის დაზიანებების და ღვიძლის მწვავე პათოლოგიით დაავადებული პაციენტების მოვლაში, სეფსისის, შინაგანი ორგანოების მრავლობითი დისფუნქციიის მკურნალობისას და ა.შ. კრიტიკული მედიცინის ჯგუფი შედგება რეანიმატოლოგებისგან, ექთნებისგან, დიეტოლოგებისგან, რომელთაგან თითეული ექსპერტია თავის დარგში და ისინი ერთობლივად ქმნიან საუკეთესო პირობებს პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის.

ჩვენ ვუტარებთ 24 საათიან გადაუდებელ დახმარებას თვალის გადაუდებელი მკურნალობის საჭიროების მქონე პაციენტებს:
 

  • ტრავმები
  • თვალის მწვავე ინფექციები
  • უცხო სხეულის მოცილება
  • ქიმიური დამწვრობები
  • მხედველობის უეცარი დაკარგვა
  • სხვა ოფთალმოლოგიური გადაუდებელი მკურნალობა

ანესთეზია: თქვენი ჯანმრთელობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია

ჩვენი დეპარტამენტი შექმნილია სპეციალურად იმისათვის, რათა შეაფასოს პაციენტის მდგომარეობა ოპერაციის წინ. პაციენტი გაივლის სასიცოხლო მაჩვენებლების უმკაცრეს შემოწმებას (პულსი, ტემპერატურა, სისხლის წნევა და სუნთქვის სიხშირე, სხვ.), ანესთეზიოლოგთან გასაუბრებას და სისხლის ანალიზს. ელექტრო კარდიოგრამა და/ან გულმკერდის რენტგენი ასევე შეიძლება ჩაუტარდეს პაციენტს. დამატებითი ტესტები  ინიშნება სამედიცინო ისტორიიდან გამომდინარე, ფიზიკური მდგომარეობისა და საოპერაციო პროცედურების შესაბამისად. ანესთეზიოლოგების გუნდი ინსტრუქტაჟს ჩაუტარებს პაციენტს იმის თაობაზე, თუ რას უნდა ელოდეს ოპერაციის წინ, და მისი დამთავრების შემდეგ. პაციენტები მიიღებენ ინსტრუქციებს იმის შესახებ, თუ როდის უნდა მიიღონ საკვები ოპერაციის წინ და რა მედიკამენტები მიიღონ ოპერაციამდე. ჩვენი  ანესთეზიოლოგები სრულად ფლობენ ანესთეზიის მართვას  რათა თავიდან იქნას აცილებული ტკივილი, მოდუნდეს კუნთები ოპერაციის განმავლობაში და თვით ოპერაციამ წარმატებით ჩაიაროს. ჩვენ ვზრუნავთ პაციენტების საოპერაციოდ მომზადებაზე და ამიტომ ქირურგს შეუძლია მთელი ყურადღების ფოკუსირება მოახდინოს ოპერაციაზე. ჩვენ ვმართავთ ოპერაციის შემდგომ ტკივილს, ვუვლით პაციენტებს ინტენსიური მედიცინის პალატებში.
ჩვენი ანესთეზიოლოგიური სერვისი პაციენტებს უზრუნველყოფს უახლესი, საუკეთესო ხარისხის მომსახურებით იმ მრავალფეროვანი ქირურგიული ოპერაციებისათვის, რომლებიც  ტარდება ნიუ ჰოსპიტალსის სხვადასხვა ქირურგიულ დარგებში. მაღალკვალიფიცირებულ ანესთეზიოლოგთა ჯგუფი მუდმივად ადგილზეა მრავალფეროვანი ქირურგიული მანიპულაციების ჩასატარებლად, როგორებიც არის ზოგადქირურგიული, ნეიროქირურგიული, ყურის, ცხვირისა და ყელის, სისხლძარღვთა,  კოლორექტალური, უროლოგიური, გინეკოლოგიური, ონკოლოგიური, ოფთალმოლოგიური, ორთოპედიული და სპორტის მედიცინა.

პროგრამები და სერვისები მოიცავს:

  • კლინიკურ ანესთეზიას (საერთო და ადგილობრივი), რომელიც ტარდება ქირურგიის ყველა დიციპლინის ვიწრო სპეციალობებში დახელოვნებულები ექიმ-ანესთეზიოლოგების მიერ
  • კრიტიკული მედიცინის ანესთეზიას, სადაც სპეციალისტები დამატებით ფლობენ ამ სფეროსათვის აუცილებელ მოთხოვნებს

 
ჩვენი პროფესიონალიზმი ეხმარება ქირურგიულ განყოფილებაებს გაზარდოს ოპერატიული მკურნალობის ხარისხი უმაღლეს დონემდე, უთანამედროვესი საუკეთესო აპარატურით აღჭურვილ საოპერაციო ოთახებში პაციენტებს ჩაუტარონ უსაფრთხო და გაუმჯობესებული ოპერაციები. ჩვენი ანესთეზიოლოგიური ჯგუფი მოწინავე პოზიციას იკავებს ყოველდღიურ ქირურგიულ საქმიანობებში და ცდილობს შეამსუბუქოს ისეთი მოვლენები, როგორებიცაა ოპერაციის შემდგომი გულის რევა, თავბრუსხვევა და ტკივილი. ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო მოწყობილობა, მედიკამენტები და აპარატურა, რათა ჩავუტაროთ პაციენტებს უსაფრთხო ანესთეზია და გადაუდებელი მედიკამენტური ჩარევები.

 

 

 

 
 
 

ზურაბ ლეკიაშვილი


ანესთეზიოლოგიური სამსახურის უფროსი
სპეციალიზაცია: ანესთეზიოლოგია

კონტაქტი


ტელ: (+995 032) 2 190190
ელ.ფოსტა: intensivecare@newhospitals.ge

 

სოფო ჩხიკვაძე


სპეციალიზაცია: რეანიმაცია, ინტენსიური თერაპია

კონტაქტი


ტელ: (+995 032) 2 190190
ელ.ფოსტა: intensivecare@newhospitals.ge

 

 

 
შემოგვიერთდით!