href="tl_files/chekup.pdf""

დროული შეფასება , დროული დოკუმეტაცია

 

ჩვენი განყოფილების რადიოლოგები თავდაუზოგავად შრომობენ, რათა დიაგნოზი ყოველთვის იყოს რაც შეიძლება ზუსტი

 

ჩვენი საავადმყოფოს რადიოლოგიური განყოფილება აწვდის პაციენტებს სხივური მედიცინის სერვისების ფართო სპექტრს, აგრეთვე რამდენიმე სახის სამკურნალო პროცედურას, როგორც სტაციონარული, ასევე ამბულატორიული მკურნალობისათვის. გამოვიყენებთ დიაგნოსტიკის ისეთ მეთოდებს, როგორებიც არის რენტგენოგრაფია, ულტრასონოგრაფია (ფერადი დოპლერის ჩათვლით), კომპიუტერული ტომოგრაფია,მაგნიტურ-რეზონანსული სკანირება და ანგიოგრაფია.

ნიუ ჰოსპიტალსის ცენტრალური საოპერაციოს თითოეული საოპერაციო ოთახი აღჭურვილია თანამედროვე მობილური ქირურგიული რენტგენის ARM სისტემით. შიდა და გარე მონიტორების ექსკლუზიური სისტემა საშუალებას აძლევს ექიმებს დააკვირდნენ ოპერაციის პროცესს საოპერაციოს შიგნით და მის გარეთ. ეს სისტემა ხელს უწყობს აგრეთვე ახალგაზრდა ექიმების სწავლების უკეთ წარმართვას და რეალურ დროში საოპერაციო პროცესისთვის თვალის მიდევნებას.

ჩვენ გთავაზობთ სპეციალიზებულ მომსახურებას შემდეგ სფეროებში: კარდიოვასკულარული რადიოლოგია, გადაუდებელი რადიოლოგია, ენდოვასკულარული თერაპია, კუჭ-ნაწლავის სისტემის რადიოლოგია, შარდ-სასქესო სისტემის რადიოლოგია, თავისა და კისრის რადიოლოგია, კუნთებისა და ჩონჩხის რადიოლოგია, ნეირორადიოლოგია, პედიატრიული რადიოლოგია, თორაციული რადიოლოგია და ულტრასონოგრაფია.

tl_files/newhospitals/images/pages/departments/radiology-01m.jpg

დიაგნოსტიკა: ტექნოლოგია და გამოცდილება


რადიოლოგიურ განყოფილების სპეციალიზებული ქვეგანყოფილებების ექიმები პაციენტებს უტარებენ დიაგნოსტიკურ და ინტერვენციულ ექოსკოპიურ გამოკვლევებს. რადიოლოგები, სამედიცინო ინჟინრები, ექთნები და სხვა პერსონალი, რომლებსაც აქვთ უდიდესი გამოცდილება ამ სფეროში, ქმნიან ამ განყოფილების ერთიან გუნდს. გუნდური მიდგომა საშუალებას იძლევა, რომ რადიოდიაგნოსტიკური დასკვნა, შემთხვევათა უმრავლესობაში, მკურნალ ექიმს იმავე დღეს მიეწოდოს.

 

ნიუ ჰოსპიტალის რადიოლოგიური განყოფილება უზრუნველყოფს შემდეგ მომსახურებას:

 

  • მუცლის ღრუს ექოსკოპია
  • ბიოფსია CT-ს გამოყენებით
  • ძუძუს ექოსკოპია
  • კარდიოლოგიური ექოსკოპია
  • კომპიუტერული ტომოგრაფია
  • კუჭნაწალვის რადიოლოგია
  • საერთო რადიოლოგია (გულმკერდი და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა)
  • შარდ-სასქესო სისტემის რადიოლოგია
  • ჩარევითი ნეირორადიოლოგია
  • მაგნიტო-რეზონანსული სკანირება
  • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ექოსკოპია
  • ნევროლოგიური რადიოლოგია
  • პედიატრიული რადიოლოგია
  • სასუნთქი გზების რადიოლოგია
  • ურორადიოლოგია
  • სისხლძარღვთა რადიოლოგია
  • ანგიოპლასტიკა
  • აორტის ანევრიზმის სტენტირება და გრაფტინგი

 

სერვისები: ტექნოლოგიის გამოყენებით ჩატარებული მკურნალობის მეთოდები

 

ნიუ ჰოსპიტალსში რადიოლოგიის განყოფილება სრულად არის ინტეგრირებული სხვადასხვა დეპარტამენტთან. რადიოლოგები მუშაობენ ექიმებთან და თანაშემწეებთან ერთად, რათა მოახდინონ რადიოლოგიური მომსახურების კოორდინაცია თქვენს სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებაში. უახლესი დანადგრების გამოყენებით ჩვენ საშუალება გვაქვს დავსვათ დიანგოზი და ვუმკურნალოთ მრავალფეროვან დაავადებებს.

 

დიაგნოსტიკური მომსახურება:

  • ბრონქოსკოპია
  • დრეკადი ბრონქოსკოპია ფილტვის ბიოფსიით
  • დრეკადი ეზოფაგოსკოპია
  • დრეკადი ეზოფაგოსკოპია ბიოფსიით
  • ეზოფაგოსკოპია, გასტროსკოპია და დუოდენოსკოპია
  • კოლონოსკოპია
  • კოლონოსკოპია ბიოფსიით
  • დრეკადი სიგმოიდოსკოპია
  • დრეკადი სიგმოიდოსკოპია ბიოფსიით
  • პერკუტანური ტრანსჰეპატიკური ქოლანგიოგრაფია
  • ERCP - ინტრაოპერატიული კოლანგიოსკოპია

 

ექიმები

 
tl_files/newhospitals/images/pages/doctors/DSC_6141-sopo-rad.jpg

სოფიო ჭედია

 

რადიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი

სპეციალიზაცია: რადიოლოგია,ნეირო რადიოლოგია, ორთოპედიული რადიოლოგია

კონტაქტი

 

ტელ: (+995 32) 2 190190

radiology@newhospitals.ge

 

 
tl_files/newhospitals/images/pages/doctors/DSC_4118.jpg

ლელა ბაინდურაშვილი

 

სპეციალიზაცია: MRI, CT, ექოსკოპია

კონტაქტი



ტელ: (+995 32) 2 190190

radiology@newhospitals.ge

 
tl_files/newhospitals/images/pages/doctors/DSC_4118.jpg
       
 
 
 

მაია გაგუა

 

სპეციალიზაცია: რადიოლოგია 

კონტაქტი



ტელ: (+995 32) 2 190190

radiology@newhospitals.g

 

 

ნათია კბილაშვილი


სპეციალიზაცია: რადიოლოგია

 

კონტაქტი


ტელ: (+995 32) 2 190190

radiology@newhospitals.ge

 

 

მაკა გიგინეიშვილი


სპეციალიზაცია: რადიოლოგია

 

კონტაქტი


ტელ: (+995 32) 2 190190

radiology@newhospitals.ge

შემოგვიერთდით!