href="tl_files/chekup.pdf""

ხარისხი ჩვენთვის არის ეფექტური ჯანდაცვის პროდუქტების და გამჭვირვალე, მიმდევრული ბიზნეს პროცესების ერთობლიობა.

ყველა პაციენტს აქვს უფლება, მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობა, რაც თავისთავად, შემთხვევით ვერ მოხდება. სამედიცინო სერვისების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და გაუმჯობესება არის ძნელი, მაგრამ აუცილებელი ფუნქცია, რომელსაც ჩვენ შეგნებულად ვნერგავთ ყველა ჩვენს განყოფილებაში და სერვისში. ჩვენ გვსურს, რომ ქართულ ჯანდაცვაში შევქმნათ წარმატებული ხარისხის კონტროლის სისტემის პრეცენდენტი და მაგალითი.

მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი ორგანიზაცია გაივლის შემოწმებებს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ. მათი დასკვნები ფართოდ ხელმისაწვდომი იქნება ვინაიდან ჩვენ გვსურს რომ ჩვენი მომსახურება და პროცესები მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს ჩვენი პარტნიორებისათვის და პაციენტებისათვის.

ნიუ ჰოსპიტალსში მომსახურების სასურველ ხარისხად დასავლეთევროპულ სტანდარტებს მივიჩნევთ. მომსახურების ასეთი დონის მისაღწევად ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპულ საავადმყოფოებთან და სპეციალისტებთან.

 

შემოგვიერთდით!