href="tl_files/chekup.pdf""

ბუნებრივი რესურსების გონივრული მოხმარება არის ეფექტური ჯანდაცვის განუყრელი ნაწილი. ჩვენ განსაკუებას ვაქცევათ ამას ბიზნეს პროცესების დაგეგმარებისას.

 

ბუნებრივი რესურსების მოხმარების ეფექტური მენეჯმენტი მხოლოდ ეკოლოგიაზე ზრუნვას არ გულისხმობს, არამედ მკურნალობის თვითღირებულების შემცირებასაც. ენერგიისა და რესურსების ეფექტური მოხმარება საშუალებას გვაძლევს შევამციროთ ზედმეტი დანახარჯები, რაც ერთერთ ჩვენ ორგანიზაციულ მიზანს ემსახურება - ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნველყოფა.

ჩვენი საქმიანობა არის ადამიანების დახმარება და დაავადებათა მკურნალობა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ პაციენტებს, რომლებიც მოგვმართავენ დახმარებისათვის, არ მიადგეთ დამატებითი ზიანი. ყველა ზომას ვიღებთ იმისათვის, რომ არ დაუშვათ ჰოსპიტალური ინფექციები და ტრავმები. ჩვენი ჰიგიენის სპეციალიტი აქტიურად მუშაობს ამ საკითხებზე. მის მიერ მომზადებული წლიური ანგარიში ასევე ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი ვებ გვერდის მეშვეობით.

აქცენტი უსაფრთხოებაზე

 

უსაფრთოების უზრუნველყოფისათვის ჩვენ უკვე დავნერგეთ შემდეგი სისტემები:

 

  • დაბინძურების რისკის სისტემატური შეფასების სისტემა
  • არსებული დაბინძურების წყაროების და სამედიცინო ნარჩენების ადექვატური უტილიზაციის სისტემა
  • სახანძრო და საგანგებო სიტუაციების უსაფრთხოების სისტემა

 


ბუნებრივი რესურსების მოხმარების სისტემის საშუალებით ჩვენ ვცდილებთ შევამციროთ დაბინძურება და დავზოგოთ გარემო.

აქცენტი ჰიგიენასა და ჰოსპიტალური ინფექციების პრევენციაზე

ბიოლოგიური დაბინძურების და ჰოსპიტალური ინფექციის გავრცელების პრევენცია ერთ ერთი უმთავრესი მიზანია ჩვენთვის. ამისათვის ჩვენი ორგანიზაციული პროცესები მკაცრად ექვემდებარება გაიდლაინებს და სტანდარტებს. დამოუკიდებელი სამსახური ამზადებს ასეთ უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტებს და ანხორციელებს მათი შესრულების მონიტორინგს. სამსახურის მიზანია პოტენციურად სახიფათო პროცედურების გამოვლენა და ზიანის თავიდან არიდება ან შემცირება. ამ მიმართულებით მუშაობის ანგარიშები რეგულარულად მიეწოდება ადმინისტრაციას სწრაფი რეაგირებისათვის.

ჰიგიენის სამსახურს ჩვენს ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი სტრატეგიული როლი ენიჭება, ვინაიდან გვსურს, რომ ჩვენს პაციენტებს მაქსიმალურად ავარიდოთ ზედმეტი რისკი.

შემოგვიერთდით!