href="tl_files/chekup.pdf""

ჩვენ გვაქვს უახლესი და მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი რადიოლოგიური აპარატურა. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ადგილზე ჩავატაროთ ყველა ტიპის ანალიზი, კვლევა და სკანირება.

SIEMENS MAGNETOM® Espree 1.5T - ყველაზე თანამედროვე ფართო - გვირაბიანი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი

უნიკალური დიზაინთან ერთად ტომოგრაფს გააჩნია :

მოწინავე TIM( სრული წარმოსახვითი მატრიქსი )

ტექნოლოგია გათვლილია პაციენტის მაქსიმალურ კომფორტზე,ასევე გააჩნია ულტრათანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფა და დამატებითი ოპციების სრული პაკეტი.

 

ტომოგრაფი უნიკალურია, რადგან იგი გათვლილია პაციენტის კომფორტსა და კმაყოფილებაზე, იძლევა უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას, გააჩნია რევოლუციური ფუნქციები და აპლიკაციების ფართო სპექტრი.

 

იხილედ ვრცლად

tl_files/newhospitals/images/pages/equipment/Espree_system_big1.jpg

Infinix-8000V  მოწინავე ორგანზომილებიანი გამოსახულება თავიდან ფეხამდე

 

ტოშიბას ფირმის მაღალი სიზუსტის (HD), ბრტყელ პანელიანი დეტექტორები საუკეთესო კონტრასტსა და დინამიურ გამოსახულებასზრუნველყოფს. ორგანზომილებიანი ფლუოროსკოპიისა თუ ციფრული ანგიოგრაფიის წარმართვისას მიღებული გამოსახულება ასახავს საკონტრასტო ნივთიერების გადაადგილების მცირე ხმაურისა და ადვილი ვიზუალიზაციის კარგ ბალანსს  ინტერვენციული ხელსაწყოს უმცირესი დეტალების მკვეთრ გამოსახულებასთან.

tl_files/newhospitals/images/pages/equipment/equipment_medical_eq01.jpg

Activion™16 multislice CT system

ტოშიბას მრავაშრიანი CT სისტემების ოჯახის ახალი წევრი, რომელიც აერთიანებს 4 დან 64 შრემდე კომპიუტერულ ტომოგრაფიულ სისტემებს  განსაკუთრებული ხარისხის გამოსახულების მისაღებად. სისტემის დიზაინი მაქსიმალურად ზრდის ოპერატორისა და პაციენტის კომფორტს, საშუალებას აძლევს რა ოპერატორს ყურადღების კონცენტრირება მოახდინოს კვლევის პროცესა და პაციენტზე და არა თვით სისტემაზე.
ტოშიბას ახალი სამგანზომილებიანი, ადვილად სამართავი პროგრამა განსაკუთრებული სიმარტივით გამოსახულების მიღების შესაძლებლობას იძლევა. ინტუიტიური, წინასწარ დაპროგრამებული 3D ნიშნები ოპერაციას ამარტივებს და სწრაფი შედეგების გარანტიაა.

tl_files/newhospitals/images/pages/equipment/equipment_medical_eq02.jpg

მობილური რენტგენის აპარატი

 

შიმაძუს-ს ფირმის უახლესი ქირურგიული მობილური C-არმ გამოსახულების სისტემა OPESCOPE ACTIVO მომხმარებელს გამოყენების უფრო მეტ თავისუფლებას სთავაზობს. ACTIVO აკმაყოფილებს თანამედროვე საოპერაციოებისა და გადაუდებელი დახმარების პალატების ყველა მოთხოვნას.

tl_files/newhospitals/images/pages/equipment/equipment_device05.jpg

OPMI პენტერო 900

OPMI პენტერო 900 წარმაოდგენს გამოსახულებითი სისტემების მომავალ თაობას. აგებულია რა 2004 წელს შემუშავებული ინოვაციების შესაბამისად, ის უკვე გამოცდილ, სრულად ინტეგრირებულ პლატფორმაში აერთიანებს უნიკალური დიზაინის კონცეფციებს და ახალ ფუნქციებს. მთავარი ფუნქციების გაუმჯობესებამ და ახალი გამოსახულებითი მეთოდების ინტეგრირებამ OPMI პენტერო 900 აგრძელებს ევოლუციურ პროცესს, გარდაქმნის რა ტექნოლოგიურ პროგრესს სამედიცინო ინოვაციებად, რომლების ეფექტურ უპირატესობებს ანიჭებს თანამედოვე მიკროქირურგიის შესაძლებლობებს.

მოწინავე უთანამედროვესი აპოქრომატული ოპტიკა კარლ ცაისთან ისტორიულად ასოცირებულ კრისტალურად სუფთა გამოსახულებას, მკაფიო დეტალებს და ბუნებრივ ფერებს იძლევა. მისი ინოვაციური ოპტიკური დიზაინი ახალი ვარისკოპით აფართოვებს სამუშაო დიაპაზონს და რეალურად უზრუნველყოფს კომფორტულ სამუშაო პირობებს, მაშინაც კი როდესაც გამოიყენება გრძელი ინსტრუმენტები.

tl_files/newhospitals/images/pages/equipment/equipment_medical03.jpg

 

 

tl_files/newhospitals/images/pages/equipment/equipment_medical04.jpg

ვიზუმაქსი


კარლ ცაისის წარმოების Visumax-ი და MEL 80 წარმოადგენს მაღალი ხარისხის აპარატს ულტრათანამედროვე ფემტოსეკონდ ლაზერული ქირურგიის ტექნოლოგიაში, დიდ როლს ასრულებს რა ამეტროპიის კიდევ უფრო ზუსტ, უსაფრთხო და ნაზ მკურნსლობაში. ეს არის უმაღლესი ხარისხის პროდუქტი მხედველობის დეფექტების გასასწორებლად, რომელიც ორიენტირებულია საუკეთესო შედეგის მიღებისა და მხედველობის მკვეთრი გაუმჯობესებისკენ.
საქართველოში მხოლოდ ნიუ ჰოსპიტალსში კეთდება რეფრაქციული კორექციის (“სათვალის მოხსნის“) ოპერაცია Visumax & MEL 80 სისტემის მეშვეობით. ეს მეთოდი განსხვავდება საქართველოში დღემდე არსებული მეთოდისაგან იმით, რომ არ გამოიყენება ქირურგიული დანა და მანიპულაცია სრულდება მხოლოდ ლაზერის მეშვეობით. შესაბამისად, შედეგი არის 100%–იანი და ყოველგვარი გართულების გარეშე.

tl_files/newhospitals/images/pages/equipment/equipment_medical05.jpg

 

ტექნიკური თვალსაზრისით ჩვენი აღჭურვილობა უმაღლესი ხარისხისაა. უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად ჩვენ ინვესტირება მოვახდინეთ ტექნოლოგიასა და ნოუ ჰაუში.

ჩამოთვლილი მაგალითები უბრალოდ ხაზს უსვამს ნიუ ჰოსპიტალსის არაჩვეულებრივად კარგ ტექნიკურ გარემოს.

tl_files/newhospitals/images/pages/equipment/equipment_medical01.jpg

tl_files/newhospitals/images/pages/equipment/equipment_medical02.jpg

გამორჩეული, უმაღლესი ხარისხის გამოსახულება

Aplio XG გვაძლევს კლინიკური გამოსახულების განსაკუთრებულ ხარისხს, რომელიც განპირობებულია მთელი რიგი უნიკალური, კლინიკურად დამტკიცებული ტექნოლოგიებით.მისი მაღალინფორმატიული გამოსახულების ფართო დიაპაზონი საშუალებას აძლევს ექიმს, მაღალი სიზუსტით დეტალურად შეისწავლოს  ორგანოთა და სისხლძარღვთა სტრუქტურა სწრაფი და ზუსტი დიაგნოზის დასასმელად.

ATLAS თვალის რქოვანას ტოპოგრაფიული სისტემა

 

პაციენტების მკურნალობისა და მომსახურების ხარისხის გაფართოვებისა და გაუმჯობესების მიზნით ჩვენს ოფთალმოლოგიურ განყოფილებას დავამატეთ უახალესი, ATLAS-რქოვანას ტოპოგრაფიული სისტემა. გერმანულმა კომპანია კარლ ცაის მედიტექმა კიდევ უფრო გააუმჯობესა მსოფლიოში საუკეთესო თვალის რქოვანას ტოპოგრაფიული სისტემა. ATLAS სისტემა უზრუნველყოფს კლინიკურ სიზუსტეს, რაც დღეისათვის უმნიშვნელოვანესია თვალის დაავადებათა მკურნალობისას.

tl_files/newhospitals/images/pages/equipment/equipment_device02.jpg

ავტო კერატო-რეფრაქტომეტრი

 

ახალი Topcon KR-8900 წარმაოდგენს ავტომატური რეფრაქციული ტექნოლოგიების უახლესი თაობის აპარატს. მისი მთავარი მახასიათებლებია მოხმარების სიმარტივე, მაღალი სიზუსტე და სრულყოფილი დიზაინი.

tl_files/newhospitals/images/pages/equipment/equipment_device01.jpg

მხედველობის კომპიუტერული ტესტერი


Topcon CV-5000S  ავტომატური ფოროფტერი ადგენს თვალის სიმახვილის კვლევის უახლესი სტანდარტებს. იგი იძლევა სუფთა გამოსახულებას სხვადასხვა ტიპის ლინზებისთვის, მათ შორის ახლო, საშუალო, პროგრესიული და სრული სპექტრის პროგრესული ლინზებისთვის. რაც ამარტივებს და აჩქარებს ლინზების შერჩევის პროცესს როგორც ექიმისთვის, ასევე პაციენტისათვის.

tl_files/newhospitals/images/pages/equipment/equipment_device03.jpg

ოპტიკური კოჰერენტული ტომოგრაფი

 

Topcon 3D OCT-2000 აერთიანებს თვალის ფსკერის მაღალი მგრძნობელობის ფერად კამერას უახლესი მაღალი რეზოლუციის OCT ოპტიკურ კოჰერენტულ ტომოგრაფთან. ეს მარტივი კომბინაცია შესაძლებელს ხდის მარტივი ნავიგაციით მივიღოთ ბადურის შრეებისა და  მთლინად ფსკერის კრისტალურად სუფთა მაღალი მგრძნობელობის გამოსახულება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

tl_files/newhospitals/images/pages/equipment/equipment_device04.jpg

 

 

 

 

 

 

შემოგვიერთდით!