href="tl_files/chekup.pdf""

რა გვამოძრავებს

თითოეული პაციენტი საიმედო ხელშია.

ჩვენ ვეხმარებით თითოეულ პაციენტს, დაიბრუნოს თავისი ჯანმრთელობა და დაუბრუნდეს აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას. ჩვენ არ გვჯერა სასწაულების, მაგრამ გვწამს თავდადებისა და სიკეთის, რაც, პროფესიონალურ ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად, დიდ გავლენას ახდენს მკურნალობის წარმატებაზე. ჩვენ გვინდა, რომ პაციენტებმა არა მხოლოდ იგრძნონ მიიღონ მკურნალობის კარგი ხარისხი, არამედ ჩვენს ჰოსპიტალში თავი იგრძნონ კომფორტულად და უსაფრთხოდ.

ჩვენთვის თითოეული პაციენტი ჩვენთვის დამოუკიდებელი პიროვნებაა, რომლის ინდივიდუალურ და პიროვნულ თავისებურებებს, თავმოყვარეობასა და ინტერესებს უნდა ვცეთ პატივი. იმისათვის რომ პაციენტებმა უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნონ თავი, ჩვენ ბევრ დროს ვუთმობთ მათ ინტერესს, იმედს, შიშს თუ სურვილებს. სადაც შესაძლებელია, ჩვენ ვთავაზობთ ოჯახის წევრებს და ნათესავებს პაციენტთან ერთად ყოფნას მკურნალობის პროცესში, ვინაიდან გვჯერა, რომ ეს დადებითად მოქმედებს მკურნალობის ხარისხზე.

ჩვენი პოზიცია

ჩვენთვის ყველა თანაბარია, მაგრამ თითოელი პაციენტი ინდივიდუალური. თითოეული პაციენეტისათვის ჩვენ ვხელმძღვანელობთ მისთვისი სპეციფიური სიტუაციით, ვსაზრღვათ ვსაზღვრავთ მკურნალობის მიზანს და აუცილებელ თერაპიულ გზებს. ამაში გვეხმარება პროფესიონალური პროფესიული გამოცდილება, ისევე როგორც საუკეთესო აპარატურა. მომსახურების ხარისხი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენს პაციენტებს ვთავაზობთ ყველაზე მაღალი სტანდარტების შესაბამის, მომავალზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსმახურებას. ჩვენი მკორნალობის მკურნალობის პროცესები არის გამჭვირვალე, რაც გვაძლევს საშუალებას მუდმივად ვაკონტროლოთ მომსახურების ხარისხი, შევადაროთ და შევაფასოთ შედეგები, და, შედეგადსაბოლოო ჯამში, განვავითაროთ და დავხვეწოთ მკურნალობის პროცესები.

ჩვენ ინტერდისციპლინარული თერაპიული პროექტების ინიციატორები და მხარდამჭერები ვართ. სხვადასხვა განყოფილებებს შორის მულტიდისციპლინარული მუშაობა ზრდის მომსახურების ხარისხს, გზას უხსნის გამოცდილების გაცვლას, პროფესიონალურ ზრდას, მეთოდოლოგიურ ინოვაციას და ხელს უწყობს თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან.


ჩვენ გვსურს ვიყოთ საუკეთესო დამქირავებელი ჩვენი თანამშრომლებისთვის.

ამიტომ ჩვენს სპეციალისტებს ვთავაზობთ დიდ პერსპექტივებს: გვსურს შევქმნათ ინდივიდუალურ თანამშრომელზე გათვლილი სტანდარტი, სამუშაო საათების, გრძელვადიანი სამუშაო ხელშეკრულებების, კვალიფიკაციის ამაღლების შიდა სისტემითა და გარე ტრეინინგებით.

რასაკვირველია, ხელს ვუწყობთ და მივესალმებით ინტერდისციპლინარული ცოდნის გაცვლას და გარე პოზიტიურ სტიმულებს. ამიტომ ჩვენი სამედიცინო მკურნალობა ყოველთვის შეესაბამება დღეისათვის არსებულ ყველაზე მაღალ სტანდარტს. ვაფასებთ იმ თანამშრომელბს, რომელებიც აღწევენ საუკეთესო შედეგებს პაციენტების მკურნალობაში და სამუშაოსათვის ყოველდღე მზად არიან.

რითი განვსხვავდებით სხვებისგან

 

ჩვენი მთავარი განსხვავება მკურნალობის ხარისხსა და ტექნოლოგიური არჭურვილობაშიააღჭურვილობაშია. ჩვენ მათში დროისა და ფულის სახით დიდ ინვესტიციებს ვდებთ.

 

მაგრამ არა მხოლოდ ამით განვსხვავდებით სხვებისაგან.

 

ჩვენ გვჯერა, რომ კავშირი ტექნოლოგიასა და სამედიცინო კომპეტენციას შორის განუყოფელია. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც შეგვიძლია შევინარჩუნოთ უმაღლესის სტანდარტების სამედიცინო მომსახურება. ხარისხის მართვითა და კვლევით მუდმივად ვაუმჯობესებთ და ვანვითარებთ მკურნალობის მეთოდებს. ჩვენი უპირველსი პრიორიტეტია პაციენტთა უსაფრთხოება და კმაყოფილება.

 

ჩვენი პაციენტების მიმართ დამოკიდებულებაც გვხდის უნიკალურს.

 

მნიშვნელოვანია ადამიანებთან სიახლოვე და თითოეულ ადამიანში პიროვნების დანახვა. უსაფრთხოება, იუმორი, სითბო და პატივისცემა მკურნალობის პროცესში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად მკურნალობა, ფიზიოთერაპია, ფიზიკური თერაპია, სპორტი და მოძარაობის თერაპია ან ერგოთერაპია.

რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ჩვენი პრინციპია – მთელი ყურადღება პიროვნებაზე.

შემოგვიერთდით!