href="tl_files/chekup.pdf""

ღირებულებები

 

ნდობა ნდობის მოპოვება შეიძლება მხოლოდ ინდივიდუალური მიდგომით, კომპეტენტურობით და უსაფრთხოებით.

 

ინდივუდუალურობა


ჩვენ ვმკურნალობთ ყველა პაციენტს თანაბრად და ამავდროულად  ინდივიდუალურად.
ჩვენთვის ინდივიდუალურია ყველა პაციენტი, მათი ნათესავები და ახლობლები, ჩვენი თანამშრომლები და შესაძლო თანამშრომლები, ასევე პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სადაზღვევო კომპანიები, ბიზნეს პარტნიორები და სხვა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თითოეულის პიროვნული თავისებურებების და ინტერესების პატივისცემა.

კომპეტენტურობა



უმაღალესი დონის სამედიცინო კომპეტენცია და პროფესიონალიზმი არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ჰოსპიტალისთვის. გარდა პროფესიონალური კომპეტენციისა, წარმატებული გამოჯანმრთელებისათვის აუცილებელია აგრეთვე გუნდური მუშაობა, სამუშაოსათვის ჯგუფური თავდადება და ეფექტური ლიდერობა, რაც კომპანიის ხანგრძლივი არსებობის საშუალებას იძლევა და ჯანსაღი კონკურენციის გარანტიას.

უსაფრთხოება


პაციენტების შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ყველაფერი კეთდება მათი ჯანმრთელობისთვის და უსაფრთხოებისათვის. პაციენტები და კლინიკის თანამშრომლები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ჩვენს კომპანიში მათ აქვთ იდეალური სამუშაო გარემო და პირადი პატივისცემა.

პრინციპები

  • ჩვენი ორგანიზაცია პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია პაცინეტების, მათი ნათესავების, თანამშრომლების და მთლიანად საზოგადოების წინაშე;
  • ჩვენ ვხედავთ თითოეულ პაციენტში დამოუკიდებელ პიროვნებას, რომლის ღირსებას ვცემთ პატივს;
  • ჩვენ ვუზრუნველვყოფთ მომავალზე ორიენტირებულ, უმაღლესი სტანდარტების სამედიცინო მომსახურებას;
  • ჩვენ ყოველთვის მივილტვით ხარისხის მუდმივი შეფასებისა და გაუმჯობესებისაკენ, რაც ხელს უწყობს უკეთეს შედეგებს და მკურნალობის მეთოდების დახვეწას.
  • ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ პაციენტის მკურნალობაზე, უსაფრთხოებასა და კმაყოფლებაზე, და აგრეთვე გვსურს მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

 

მთავარი პრინციპები


დეცენტრალიზებული და დამოუკიდებელი ლიდერობა

  • ნათელი კომპეტენციები და პასუხისმგებლობები
  • დამოუკიდებელობა ხელს უწყობს ხარისხს და მაღალ თვითშეფასებას
  • თანამშრომლობითი მართვის სტილი

 

სპეციალისტების მხარდაჭერა

  • დასავლეთ ევროპულ საავადმყოფოებთან თანამშრომლობა
  • დასავლეთ ევროპელი ექიმების ჩართულობა მკურნალობის პროცესში
  • გუნდური მუშაობის პრინციპები

 

ინტერდისციპლინარული თანამშრომლობა

 

პროექტზე მუშაობა

შემოგვიერთდით!