href="tl_files/chekup.pdf""

ჩვენი ოეგანიზაცია, როგორც ჯანდაცვის მიმწოდებელი, როგორც დამქირავებელი და როგორც ბიზნეს ერთეული აღიარებს მთავარ ღირებულებებად ხარისხს და გრძელვადიან პარტნიორობას.

 

ჩვენ გვჯერა, რომ გრძელვადიანი წარმატება აუცილებლად დაკავშირებულია ორგანიზაციის პასუხისმგებლობასთან, როგორც სამედიცინო საქმიანობაში, ასევე სოციალურ და ეკოლოგიურ საკითხებში. საზოგადოების ჯანდაცვა გარდა ეფექტური სამედიცინო სერვისებისა, ასევე მოითხოვს ჯანსაღ და უსაფრთხო სამუშაო და საცხოვრებელ გარემოს.

ჩვენს თანამშრომლებს  ვთავაზობთ სტაბილურ სამუშაო პირობებს და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს. ამავდროულად ჩვენ ველით თითოეული თანამშრომლისგან  ორგანიზაციული მიზნების და ძირითადი ღირებულებების სრულ გათავისებას. იქნება ეს ექიმი, დამხმარე სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალი, თუ ადმინისტრაციის თანამშრომელი, ის სრულად უნდა აცნობიერებდეს ორგანიზაციის მიზნებს, რათა შეძლოს თავისი როლის უკეთესად შესრულება. სწორედ გრძელვადიანი თანამშრომლობის სურვილის გამო, ჩვენ დავიწყეთ პირველად საქართველოში თანამშრომლებისათვის სტაბილური, გრძელვადიანი და მაღალანაზღაურებადი კონტრაქტების შეთავაზება.ამით ჩვენ გვსურს ჩვენი თანამშრომლებისთვის სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც საბოლოო ჯამში უკეთესი ხარისხის მომსახურების გაწევის საშუალებას მოგვცემს ჩვენი პაციენტებისათვის.

tl_files/newhospitals/images/pages/responsibility/responsibility_quality01.jpg
tl_files/newhospitals/images/pages/responsibility/responsibility_patient01.jpg
tl_files/newhospitals/images/pages/responsibility/responsibility_environment01.jpg
 

ხარისხი

 

ყველა პაციენტს აქვს უფლება, მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო ზრუნვა, რაც თავისთავად, შემთხვევით ვერ მოხდება.

ორიენტაცია პაციენზე

 

სამედიცინო სერვისის წარმატება დამოკიდებულია როგორც მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, ისე ექიმებისა და მედდების ექსპერტიზასა და გამოცდილებაზე.

გარემო და უსაფრთხოება

 

ბუნებრივი რესურსების გონივრული მოხმარება არის ეფექტური ჯანდაცვის განუყრელი ნაწილი.

 
 
შემოგვიერთდით!