href="tl_files/chekup.pdf""

თვალის ლაზერული ქირურგია

 

თვალის ლაზერული ქირურგია გამოიყენება მხედველობის გასაუმჯობესებლად. შედეგად, პაციენტს აღარ სჭირდება სათვალეები ან კონტაქტური ლინზები. თვალის ლაზერული ქირურგია ფორმას უცვლის რქოვანას და თვალის გამჭვირვალე წინა ნაწილს. ის ცვლის თვალის ფოკუსირების უნარს. ლაზერი გამოიყენება თვალის რეფრაქციული ქირურგიისთვის.

ჩვენ გთავაზობთ ფემტო ლაზერულ ქირურგიას.

 

 

ფემტო ლაზერ ქირურგია

ფემტო-ლაზერული ქირურგია განსხვავდება სტანდარტული LASIK-ის პროცედურისგან იმით, რომ ამ პროცედურის დროს რქოვანას განაკვეთს აკეთებს ფემტოსეკონდ ლაზერი. ფემტოსეკონდ ტექნოლოგია გამოიყენებს ულტრამოკლე ლაზერულ იმპულსებს რქოვანას ქსოვილის გასაჭრელად კვეთის სიღრმის არჩევით.
ფემტოსეკონდ ლაზერი მთლიანად გამორიცხავს ლანცეტის გამოყენების საჭიროებას და ამ პროცედურას ულანცეტო ოპერაცია ეწოდება. კომპიუტერული ლაზერული ტექნოლოგია წამის მეკვადრილიონედი სისწრაფის სინათლის იმპულსებს მიმართავს რქოვანაში წინასწარ შერჩეული და დაპროგრამებული სიღრმითა და მდებარეობით. პროცედურის ხანგრძლივობა მხოლოდ 18 წამია.

კიდევ უფრო ზუსტი შედეგებისთვის!

tl_files/newhospitals/images/pages/departments/ophtalmology-10m.jpg

დამატებითი ინფორმაციისთვის ჩამოტვირთეთ ბროშურა

VisuMax-ის ფემტოსეკონდური ლაზერული სისტემა საშუალებას აძლევს ქირურგს გააკეთოს რქოვანას ზუსტი ანათალი მხედველობის რეფრაქციული კორექციის დროს. ამ ტექნოლოგიების კომბინაციით ჩვენ საუკეთესო კლინიკურ შედეგებს ვაღწევთ და დიდ კომფორტს ვუქმნით პაციენტებს.

tl_files/newhospitals/images/pages/departments/ophtalmology-04-2m.jpg

ექიმთან მიღებაზე ჩასაწერად ან ჩვენს ექიმებზე დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ ჩვენს საინფორმაციო სამსახურს

ტელ: (+995 32) 2 190190
ophthalmology@newhospitals.ge

შემოგვიერთდით!