href="tl_files/chekup.pdf""

გლაუკომა დაავადებათა ჯგუფია, რომელიც აზიანებს ოპტიკურ ნერვს და შეიძლება გახდეს მხედველობის დაქვეითებისა და მისი სრულად დაკარგვის მიზეზი.

 

ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი გლაუკომის მკურნალობის უდიდესი ცენტრია და გთავაზობთს გლაუკომის მკურნალობის ყველაზე დიდ და სრულყოფილ მომსახურების პაკეტს საქართველოშიჩვენი ოფთალმოლოგები წარმატებით მკურნალობენ გლაუკომით დაავადებულ ავადმყოფებს. მაღალი დონის უახლესი ტექნიკით აღჭურვილი დიაგნოსტიკური ცენტრი მოიცავს მხედველობის შეფასების კომპიუტერიზებულ ტესტირებას, ოპტიკური ნერვის ვიზუალიზაციას, სისხლის მიმოქცევის ხარისხის ტესტირების და სხვა სპეციალიზებულ გამოკვლევებს.

 

მედიცინაში ცნობილია რამდენიმე ტიპის გლაუკომა და შესაბამისად, მკურნალობის წარმატება დამოკიდებულია გლაუკომის ტიპის ზუსტ დიაგნოსტირებაზე. ერთი ფაქტორი, რომელიც საერთოა ყველა ტიპისათვის, არის თვალის ოპტიკური ნერვის დაზიანება, რომელიც გამოწვეულია თვალის შიდა წნევის მომატებით. მნიშვნელობა არა აქვს, წნევა ნორმაზე დაბალია თუ ნორმაზე მაღალი, მას დაზიანების გამოწვევა ორივე შემთხვევაში შეუძლია. გლაუკომების უმეტესი ტიპი ქრონიკულია. ზოგი ტიპი შეიძლება პაციენტს მთელი სიცოცხლე აწუხებდეს, ზოგი ტიპი კი სწრაფგანვითარებადია და უეცრად წარმოიშობა.

ჩვენ გვაქვს უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური აპარატურა, გლაუკომას დიაგნოსტირება ყველაზე ეფექტურად და ზუსტად ხდება Heidelberg Retinal Tomograph HR-II და Visual Field Digital Analyzer HFA 745i Carl Zeiss-გან. ეს მოწინავე ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს გლაუკომას დიაგნოზი ყველაზე ადრეულ სტადიაშიც კი დავსვათ, რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე პაციენტისთვის რაიმე სახის შესამჩნევი სიმპტომი გამოვლინდება, ასევე ნებისმიერ სხვა მეთოდზე ადრე შევნიშნოთ დაავადების პროგრესირება, რაც საშუალებას იძლევა შევარჩიოთ მკურნალობის ყველაზე ოპტიმალური მეთოდი პაციენტისათვის ამ, პოტენციურად სიბრმავის გამომწვევი, დაავადების მურნალობისას.

tl_files/newhospitals/images/pages/departments/opthalmology-25m.jpg

ჩვენ ვმკურნალობთ გლაუკომას ყველა ტიპს

  • ღია კუთხოვანი გლაუკომას
  • მახვილიკუთხოვანი გლაუკომას
  • მეორად გლაუკომას სამედიცინო Ahmed Glaucoma Valve (AGV) (სარქველის) შუნტით
  • ნორმალური წნევის გლაუკომას
  • თანდაყოლილ გლაუკომებს (სპეციალიზებული სერვისი)
  • გლაუკომების სხვა ტიპებს (პიგმენტურ გალაუკომებს, აქერცვლით გლაუკომებს, ტრავმატულ გლაუკომებს)

 

ჩვენ აგრეთვე გთავაზობთ ამერიკული კომპანია Alcon-ის გლაუკომის მინი შუნტებს. ეს არის ინოვაციური ხელსაწყოები, რომლებიც აუმჯობესებს ტრადიციული ტრაბეკულექტომიის პროცედურის ხარისხს, პაციენტის თვალის მდგომარეობის წინასწარი განსაზღვრის შესაძლებლობის გამო, იწვევს ნაკლებ ოპერაციის შემდგომ გართულებას, ახასიათებს უკეთესი შედეგი, ეკონომიურობა და დაბლა სწევს ინტრაოკულარულ (შიდა თვალის) წნევას.

ექიმთან მიღებაზე ჩასაწერად ან ექიმებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაცია


ტელ: (+995 32) 2 190190
ophthalmology@newhospitals.ge

შემოგვიერთდით!