href="tl_files/chekup.pdf""

ჩვენი მიზანია მოგემსახუროთ საუკეთესო ცოდნით, გამოცდილებით, პროდუქტით, ფასებითა და სერვისით.

ჩვენი კლინიკის ოპტომეტრიის გამოცდილი სპეციალისტები მზად არიან თქვენს დასახმარებლად სათვალეებისა და კონტაქტური ლინზების შერჩევისას მხედველობის პრობლემების დროს - პედიატრიული ოპტომეტრიისას, ცუდი მხედველობის, მაღალი ნომრების, ნომრის მორგების სირთულეების, სპეციალური ლინზების შემთხვევაში, მზის სათვალეების, სპეციალური ფილტრების, განსაკუთრებული რეცეპტების და სხვა შემთხვევებისას.

ჩვენი ოპტიკური ცენტრი მდებარეობს ჩვენივე შენობაში, ამიტომ შორს წასვლა არ დაგჭირდებათ. ჩვენი ლიცენზირებული სპეციალისტები მრავალწლიანი გამოცდილებით – ოფთალმოლოგები და ოპტომეტრისტები შეგირჩევენ სათვალის ან კონტაქტურ ლინზების ნომერს ან თქვენს მიერ მოტანილი რეცეპტით დაგიმზადებენ საუკეთესო ხარისხის სათვალეებს ან კონტაქტურ ლინზებს მხედველობის გასაუმჯობესებლად.

tl_files/newhospitals/images/pages/departments/ophtalmology-06m.jpg

ექიმთან მიღებაზე ჩასაწერად ან ექიმებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაცია.

ტელ: (+995 32) 2 190190
ophthalmology@newhospitals.ge

შემოგვიერთდით!