href="tl_files/chekup.pdf""

ბადურის დაავადებები ხშირად ერთმანეთისგან განსხვავდება. ზოგიერთი დაავადება უფრო ხშირია და საკმაოდ ადვილად იკურნება, ზოგი ძნელად ექვემდებარება დიაგნოზს და ხშირად მოითხოვს კომპლსექსურ სამკურნალო პროცედურებს. ვიტრეორეტინული დარგის სპეციალისტი ექიმი ოფთალმოლოგები ამ დარგის ექსპერტები არიან, სპეციალური ცოდნითა და პრაქტიკული გამოცდილებით, რაც საშუალებას აძლევს მათ ამოიცნონ და დაიგნოზი დაუსვან ბადურის ყველაზე იშვიათ რეტინალურ დაავადებებს და ჩაუტარონ პაციენტებს სპეციალრუად მათთვის შერჩეული მკურნალობა ან ქირურგიული პროცედურა, რათა შეაჩერონ დაავადების პროგრესი ან მთლიანად განკურნონ პაციენტი და თავიდან აიცილონ მხედველობის დაკარგვა.რქოვანასა და ბროლის სხვადასხვა დაავადებების დიაგნოზისა და მკურნალობის დროს ჩვენი სპეციალისტები ერთობლივად მუშაობენ, რათა პაციენტებს მიაწოდონ სამკურნალო პროცედურების სრული გეგმა დიაგნოზიდან დაწყებული მკურნალობის დამთავრების ჩათვლით



ფართოდ გავრცელებულ ვიტრეორეტინულ დაავდებებს მიეკუთვნება:

  • ბადურის ჩამოშლა
  • უვეიტი (ირიტი) (თვალის სისხლძარღვოვანი ბადის ანთება)
  • რქოვანას ხვრელი
  • ბადურის ვენების ოკლუზია
  • ციტომეგალო ვირუსი (CMV)
  • ბადურის ინფექცია
  • დიაბეტური რეტინოპათია
  • რქოვანას დეგენერაცია (ასაკობრივი)
  • რქოვანას ცისტური შეშუპება
  • ეპირეტინილი მემბრანა (მაკულარული ნაოჭი)

 

ბადურის და ბროლის დაავადებების შემთხვევაში სწორი დიაგნოზის დასასმელად და წარმატებული მკურნალობის ჩასატარებლად გაგვაჩნია ტექნიკის უკანასკნელი სიტყვით აღჭურვილი სამკურნალო ცენტრი.

ვიტრეორეტინალური ოპერაციები არ მიეკუთვნება ოპერაციების ერთ სპეციფიკურ ტიპს. ის მოიცავს ნებისმიერ ოპერაციულ ჩარევას, რომელიც გამოიყენება თვალის იმ დაავადებათა სამკურნალოდ, რომლებიც დაკავშირებულია ბადურასთან, რქოვანას შემღვრევასთან, და მინისებრ სითხესთან. მხედველობის დარღვევების აღნიშნულია ჯგუფი მოიცავს რქოვანას დეგენერაციას, ბადურის ჩამოშლას და დიაბეტურ რეტინოპათიას.


მკურნალობა, საჭიროებისამებრ, შეიძლება იყოს მედიკამენტური (ავასტინის თვალის ინექციები მაკულური დეგენერაციის, დიაბეტური რეტინოპათიისა და რეტინალური სისხლძარღვოვანი ოკლუზიისთვის), ლაზერული ფოტოკოაგულაცია და/ან ქირურგიული ოპერაცია.თქვენი ქირურგი აგიხსნით არჩეული მედიკამენტური მკურნალობის რაციონალობას და გამოგიწერთ რეცეპტებს.

გთხოვთ დაგვიკავშირდეთ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

tl_files/newhospitals/images/pages/departments/opthalmology-20m.jpg

ექიმთან მიღებაზე ჩასაწერად ან ექიმებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაცია.

ტელ: (+995 32) 2 190190
ophthalmology@newhospitals.ge

შემოგვიერთდით!