href="tl_files/chekup.pdf""

 

6-12 აპრილს „ნიუ ჰოსპიტალს“-ში ტარდება „ფუნქციონალურ-ესთეტიკური რინოქირურგიის“ კურსი. კურს ხელმძღვანელობს გერმანელი პროფესორი გუნტერ მლინსკი და  აკადემიური დოქტორი მედიცინაში გიორგი გოგნიაშვილი.

 კურსი მოიცავს სეპტორინოპლასტიკის თეორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებს. თეორიული ნაწილი მოიცავს  6 ლექციას შემდეგ თემებზე:

1.      ცხვირიდან სუნთქვის ფიზიოლოგია და პათოფიზიოლოგია;

2.      ცხვირის ანატომია რინოქირურგიული თვალთახედვით;

3.      ნაზალური ობსტრუქციისკლინიკური და თანამედროვე ობიექტური დიაგნოსტიკა;

4.      ცხვირის ძგიდის გამრუდებისა და ქვემო ნიჟარების კომპენსატორული ჰიპერტროფიის ფიზიოლოგია და პათოფიზიოლოგია;

5.      ფუნქციურ-ესთეტიკური სეპტორინოპლასტიკის ქირურგიული კონცეფცია. ღია მეთოდი VS დახურული მეთოდი

6.      ცხვირის ძგიდის გამრუდების ქირურგია ბავშვებში

ასევე, მსმენელებს საშუალება ექნებათ 5 დღის განმავლობაში თვალყური ადევნონ ოპერაციებისა და ინტრაოპერაციული წვრთნის პირდაპირ ტრანსლაციას საოპერაციოდან აუდიტორიაში. პრაქტიკული ნაწილი დამატებით მოიცავს ინტრაოპერაციულ წვრთნას. 

 

შემოგვიერთდით!