href="tl_files/chekup.pdf""

31.03.14 _ 04.04.14 გერმანელი პროფესორი, თანამედროვე ფუნქციონალურ–ესთეტიკური რინოქირურგიის ფუძემდებელი გიუნტერ მლინსკი და მედიცინის აკადემიური დოქტორი გიორგი გოგნიაშვილი ჩაატარებენ ფუნქციონალურ-ესთეტიკური რინოქირურგიის კურსს ნიუ ჰოსპიტალსში. კურსს გაივლიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექიმები.
კურსი მოიცავს სეპტორინოპლასტიკის თეორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებს. ჩვენ საშუალება გვექნება ერთად დავსვათ საოპერაციო პაციენტების დიაგნოზი თანამედროვე ფუნქციურ-დიაგნოსტიკური ობიექტური მეთოდის გამოყენებით, რაც საქართველოში მხოლოდ ნიუ ჰოსპიტალსშია და სიახლეს წარმოადგენს და დავგეგმოთ ოპერაციების სწორი ტაქტიკა.
მსმენელთათვის 5 დღის განმავლობაში აუდიტორიაში განვახორციელებთ ოპერაციების პირდაპირ ტრანსლაციას, ხოლო პრაქტიკულ ტრენინგში მონაწილე ექიმებს მიეცემათ საშუალება ოპერაციების მსვლელობისას გაუწიონ ასისტირება, პრაქტიკულად გაეცნონ ოპერაციის ძირითად ეტაპებს.

შემოგვიერთდით!