href="tl_files/chekup.pdf""

20 მარტიდან 4 აპრილამდე გერმანელი პროფესორი გიუნტერ მლინსკი ნიუ ჰოსპიტალსის ყელ-ყურ-ცხვირის დეპარტამენტის ხელმძღვანელ მედ. აკად. დოქტორ გიორგი გოგნიაშვილთან ერთად განსაკუთრებულ, რთულ ოპერაციებს ატარებენ.

2 აპრილს ისინი  საქართველოში პირველად ჩაატარებენ ცხვირის ძგიდის ოპერაციებს 12 და 15 წლის ასაკის მოზარდებში, რომელთაც ცხვირის ძგიდის დეფექტის გამო სუნთქვის პრობლემები აქვთ; მოზარდებში ამ ტიპის ოპერაციები არ ტარდებოდა, ვიდრე გერმანელმა სპეციალისტებმა არ დანერგეს ეს უახლესი მეთოდი. 

ამასთან,  31 მარტიდან 4 აპრილამდე პროფესორი გიუნტერ მლინსკი და დოქტორი გიორგი გოგნიაშვილი ფუნქციონალურ-ესთეტიკური რინოქირურგიის კურსს და საჩვენებელ ოპერაციებს მართავენ არამარტო ქართველი ექიმებისთვის, არამედ მეზობელი ქვეყნებიდან (უკრაინა, სომხეთი, რუსეთი) ჩამოსული წამყვანი ექიმებისათვის. ოპერაციის მიმდინარეობას ქართველი და უცხოელი ექიმები პირდაპირ, ინტერაქტიულ რეჟიმში საკონფერენციო დარბაზიდან ადევნებენ თვალს და საშუალება აექნებათ უშუალოდ ოპერაციის მსვლელობისას დასვან კონკრეტული კითხვები და დეტალურად განიხილონ ოპერაციის მეთოდიკის დეტალები. 

პროფესორი გიუნტერ მლინსკი 1973 წლიდან მუშაობს ოტო-რინო-ლარინგოლოგიის სფეროში. იგი ერთ-ერთი წარმატებული და ცნობილი ოტო-რინო-ლარინგოლოგია არა მხოლოდ ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 1987 – 2005 წწ.  პროფესორი გახლდათ Ernst-Moritz-Arndt-ის უნივერსიტეტის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკის მთავარ ექიმი,  ხოლო 2005 წლიდან დღემდე იგი უძღვება საოპერაციო კურსებს ფუნქციურ-ესთეტიკური რინოქირურგიასა და ენდონაზალურ ქირურგიაში გერმანიის ოტო-რინო-ლარინგოლოგთა ასოციაციის ეგიდით.  

შემოგვიერთდით!