href="tl_files/chekup.pdf""

„ნიუ ჰოსპიტალსის“ პაციენტებს შესაძლებლობა ეძლევათ მხედველობის კორექციის ფემტო-

ლასიკის ან რკალების გადანერგვის მომსახურება მიიღონ ღირებულების ეტაპობრივი

გადახდის პირობებით.

ფემტო ექსიმერ ლაზერით ქირურგია ახლომხედველობის, შორსმხედველობის და

ასტიგმატიზმის სამკურნალოდ უახლოესი და მოწინავე ტექნოლოგიაა. ჩვეულებრივი

ლასიკისგან განსხვავებით ,რომლის დროსაც რქოვანის ანათალის გაკეთება ხდება

კერატომის ანუ ქირურგიული დანის საშუალებით და შემდეგ ექსიმერ ლაზერის გამოყენება,

ფემტო-ლასიკის ოპერაციისას , რომელსაც მსოფლიოში ასევე “Bladeless Surgery”-ს უწოდებენ,

გამოიყენება მხოლოდ ფემტოლაზერის სხივი. ამის გამო ქირურგიული დანით გამოწვეული

გართულებები მთლიანად აღმოფხვრილია ( ანათალის გახევა, სქელი ანათალის შექმნა,

ინფექცი, მაღალი ვაკუუმი, თვალის პოსტოპერაციული ძლიერი სიწითლე).

 

შემოგვიერთდით!