href="tl_files/chekup.pdf""

შპს ,,ნიუ ჰოსპიტალს”-ში გაიხსნა ჰოსპიტალური სისხლის ბანკი, სადაც ხდება სისხლის კომპონენტების დამზადება ბოლო თაობის ავტომატური კოლექციის უნიკალური აპარატით Trima Accel version 6.0 - Automated Blood Collection System, მწარმოებელი TERUMO BCT, რომელის იძლევა მხოლოდ ლეიკორედუცირებული სისხლის კომპონენტების დამზადების საშუალებას სასურველი კომბინაციით (პლაზმა- ციტაფერეზი) ერთი დონორისგან.

1. ერითროკონცენტრატი (შესაძლებელია როგორც ორმაგი ასევე პედიატრიული დოზა)
2. პლაზმა (ორმაგი და პედიატრიული დოზა)
3. თრომბოკონცენტრატი 3.0 10¹¹/L, 4.5 10¹¹/L, 6.0 10¹¹/L, 9.0 10¹¹/L, 12.0 10¹¹/L (1 - 4 თერაპიული დოზა)

დონორის შერჩევა კონკრეტული კომპონენტის დასამზადებლად ხდება დონორის ფიზიკალური მონაცემების და სისხლის საერთო ანალიზის მაჩვენებლების შეყვანის საფუძველზე, რითაც სისტემა ავტომატურად განსაზღვრავს დონორისთვის დასაშვები მოცულობის და კონცენტრაციის კომპონენტების კომბინაციის შესაძლო ვარიანტებს, რითაც უზრუნველყოფილია როგორც დონორის უსაფრთხოება ასევე დამზადებული კომპონენტის ხარისხიც. The right blood products at the right time.

შესაძლებელია აუტოდონორული სისხლის დამზადება გეგმიური ქირურგიული პაციენტების შემთხვევაში, მათი სრულყოფილი გამოკვლევის და ლაბორატორიული კვლევის შედეგების გათვალისწინებით.
დამზადებული სისხლის კომპონენტების გამოკვლევა ინფექციებზე (HIV combi PT (HIV-1 antigen and total antibodies to HIV-1 and HIV-2); HbsAg; Anti-HCV; Anti-CMV,) ხდება ელექტროჰემილუმინესცენციის მეთოდით იმუნოლოგიურ ანალიზატორზე - cobas e411 Roche.
ჩვენი კლინიკის პაციენტები უზრუნველყოფილია უმაღლესი ხარისხის სისხლის კომპონენტებით. კლინიკური ტრანსფუზიოლოგიის განყოფილებაში ტარდება სამკურნალო პლაზმაფერეზი, საჭიროების შემთხვევაში მოცულობითი ჩანაცვლებითი პლაზმაფერეზი, ციტაფერეზი (თრომბო და ერითროციტაფერეზი).
კლინიკური ტრანსფუზიოლოგიის სამსახური და სისხლის ბანკი მუშაობს 24 საათის განმავლობაში დასვენების დღეების გარეშე. სისხლის ბანკი გათვლილია მხოლოდ უანგარო დონორთა მიღებაზე, რაც უსაფრთხო სისხლის ერთერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

შემოგვიერთდით!