href="tl_files/chekup.pdf""

18-20 მაისს „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩატარდა რეგიონული კონფერენცია ცხვირის დანამატი წიაღების ფუნქციურ ენდოსკოპიურ ქირურგიაში. კონფერენციას წარუძღვა გრეიფსვალდის (გერმანია) სასწავლო ჰოსპიტალის ოტო-რინო-ლარინგოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი პროფესორი ვერნერ ჰოზემანი “ნიუ ჰოსპიტალსის” ყელ-ყურ-ცხვირის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მედიცინის დოქტორის ბატონი გიორგი გოგნიაშვილის სპეციალური მოწვევით. პროფესორი ჰოზემანი ცხვირის დანამატი წიაღების ფუნქციურ ენდოსკოპიურ ქირურგიაში ასამდე ნაშრომის ავტორია.  კონფერენციის მიზანი თეორიული და პრაქტიკული პროფესიული უწყვეტი განათლების და თანამედროვე მიდგომების გაზიარება გახლდათ. პრაქტიკული ასპექტი კი მოიცავდა მასტერკლასებს, კერძოდ, პირდაპირ ტრანსლაციას საოპერაციო სივრციდან.  კონფერენციას დაესწრნენ დარგის პროფესიონალები როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან. კონფერენციის მესამე, დასკვნით დღეს მათ გადაეცათ სპეციალური სერტიფიკატები.

შემოგვიერთდით!