href="tl_files/chekup.pdf""

2016 წლის 5 ივლისიდან  „ნიუ ჰოსპიტალსი“ ჩართულია 2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის ქვეკომპონენტში 

აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს უსაფრთხო ორსულობის უზრუნველყოფას, პერინატალური სიკვდილიანობის შემცირებას, ორსულთა ეფექტური პატრონაჟისა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით, თანდაყოლილი და გენეტიკური დაავადებების ადრეულ გამოვლენას.

პროგრამის მოსარგებლენი არიან ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის მოსარგებლე საქართველოს მოქალაქე ყველა ორსული. პროგრამა მოიცავს  ანტენატალურ მეთვალყურეობას (პირველი ვიზიტი (13 კვირის ორსულობის ვადამდე), მეორე ვიზიტი (ორსულობის 18-20 კვირაზე), მესამე ვიზიტი (ორსულობის 30-32 კვირაზე), მეოთხე ვიზიტი (ორსულობის 34-36-38 ))

ანტენატალური მეთვალყურეობით სარგებლობისას მატერიალიზებული ვაუჩერით სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება 4 ვიზიტი. 

 

ნაყოფის განვითარების ერთ-ერთ მთავარ პირობას სწორად წარმართული ანტენატალური მეთვალყურეობა ანუ ექიმთან ვიზიტები წარმოადგენს.

ჩვენი მიზანია, ანტენატალური მეთვალყურეობა გავხადოთ დინამიური პროცესი, რომელიც მაღალი ხარისხის დახმარებას ითვალისწინებს.

ორსული ქალი-ახალი სიცოცხლე.

პირველი ვიზიტი - მე-13 კვირის ორსულობის ვადამდე:

  1. მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
  2. თერაპევტის კონსულტაცია;
  3. სისხლის საერთო ანალიზი;
  4. შარდის საერთო ანალიზი;
  5. ათაშანგის დიაგნოსტიკა სწრაფი/მარტივი მეთოდით;
  6. ბ და ც ჰეპატიტების დიაგნოსტიკა სწრაფი/მარტივი მეთოდით;
  7. აივ-ანტისხეულების განსაზღვრა სწრაფი/მარტივი მეთოდით;
  8. სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა;
  9. საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიური გამოკვლევა;

 

მეორე ვიზიტი -მე18-მე20 კვირაზე:

  1. მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
  2. მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია( ნაყოფის სტრუქტურული ანომალიების გამოსავლენად);

 

მესამე ვიზიტი 30-ე -32 კვირებზე:

  1. მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
  2. ცილის რაოდენობის განსაზღვრას შარდში;
  3. ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში;

 

მეოთხე ვიზიტი: ორსულობის 34-ე 36-ე და 38 კვირებზე

  1. მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
  2. ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში;
  3. ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში.

 

შემოგვიერთდით!