href="tl_files/chekup.pdf""

ნიუ ჰოსპიტალსში დაინერგა ახლომხედველობის და ასტიგმატიზმის კორექციის ოპერაციული  მეთოდი ბოლო თაობის ფაკიური ბროლების The Visian ICL  გამოყენებით.

The Visian ICL (Implantable Collamer Lens) - ფაკიური თვალშიდა  ბროლების იმპლანტაცია უახლესი სიტყვაა მსოფლიო ოფთალმოლოგიაში. ის გამოიყენება მაღალი ხარისხის   -2 დან  -22 მდე ახლომხედველობის და ასტიგმატიზმის კორექციისთვის იმ პაციენტებიში, რომლებსაც უარი ეთქვათ მხედველობის ლაზერულ კორექციაზე  რქოვანის არასაკმარისი სისქის გამო.

Visian ICL ლინზა ინდივიდუალურად მზადდება თითოეული პაციენტის თვალის მონაცემების შესაბამისად და ოპერაციის შემდგომი გართულებების ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი. (ლინზა 100% კოლაგენური პოლიმერისგან არის დამზადებული და ორგანიზმის იმუნური სისტემა მას უცხო სხეულად არ აღიქვამს).

შემოგვიერთდით!