ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ანგიოლოგია და ანგიოქირურგია

ანგიოლოგია და სისხლძარღვთა ქირურგია ეს არის მედიცინის დარგი, რომელიც უზუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემების დაავადებების პროფილაქტიკას, დიაგნოსტირებასა და მკურნალობას. ანგიოლოგია, როგორც სამედიცინო სპეციალობა, იკვლევს სისხლისა და ლიმფური სისხლძარღვების პათოლოგიებს ხოლო სისხლძარღვთა ქირურგია მოიცავს ამ დაავადებების სამკურნალოდ საჭირო პროცედურების ჩატარებას.

რას სწავლობს ანგიოლოგია და სისხლძარღვთა ქირურგია?

როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს სპეციალობა ორიენტირებულია სისხლის მიმოქცევის სისტემების მორფოლოგიაზე, ფუნქციასა და დაავადებებზე. ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის კვლევის სფერო მოიცავს ვენებს, არტერიებს და ლიმფურ ძარღვებს, მაგრამ არ მოიცავს გულის ან თავის ტვინის მკვებავ არტერიებს. როგორც წესი, გამოიყოფა სამი მკაფიოდ განსაზღვრული ქვესპეციალობა:

  • არტერიული სისტემა: ორიენტირებულია იმ არტერიების მკურნალობაზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სხეულის ყველა ორგანოს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით მომარაგებაზე. ასაკი, მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი და თამბაქოს მოხმარება  ანევრიზმების ან პერიფერიული არტერიების დაავადების კლასიკურ რისკ-ფაქტორებს წარმოადგენენ. ანევრიზმა სისხლძარღვის სეგმენტის   გაფართოებაა. როგორც წესი, ისინი გვხვდება აორტასა და მაგისტრალურ არტერიებში და ხასიათდებიან არტერიის გახეთქვის რისკით, რასაც შეიძლება მოყვეს სერიზული სასიცოცხლო გართულებები პაციენტისთვის. პერიფერიული არტერიული დაავადება ხასიათდება არტერიების შევიწროებით ან ოკლუზიით, რაც სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს. ქვედა კიდურების არტერირების დაზიანების შემთხვევაში სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს   ტკივილის სახით სიარულის დროს (გარდამავალი კოჭლობა), მუდმივი ტკივილით წოლის დროასაც კი და ტერფზე წყლულებისა და ნეკროზული უბნების გაჩენით. არტერიული სისტემის პათოლოგიები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფეხში სისხლის მიმოქცევის პრობლემების მქონე დიაბეტით დაავადებული პაციენტების მკურნალობაში, შემდგომი მეთვალყურეობასა  და დაავადების პროფილაქტიკაში. დიაბეტური ტერფის სინდრომი  საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, რომელსაც უზრუნველყოფს მხოლოდ სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტი.  

  • ვენური სისტემა:  ყველაზე გავრცელებული დაავადებებია ვენების ვარიკოზული გაფართოება, ობობისებური ვენები ან თრომბოზი. ასევე კეთდება ქირურგიიული ოპერაციები თეძოს ისეთი ვენური კომპრესიული სინდრომების სამკურნალოდ, როგორიცაა მეი-ტერნერის სინდრომი და „თხილის სატეხელას“ (Nutcracker syndrome) სინდრომი.

  • ლიმფური სისტემა: უზრუნველყოფს ლიმფური სისტემის და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს მკურნალობას, როგორიცაა მაგ. ლიმფედემა.

რომელი პაციენტებისთვისაა  მკურნალობა გათვალისწინებული?

  • მედიცინის ეს მიმართულება განკუთვნილია ყველა ასაკის პაციენტებისთვის, რადგან ვენური და ლიმფური პათოლოგიები შეიძლება ნებისმიერ ასაკში წარმოიქმნას. თუმცა, არტერიული დაავადებები უფრო   ხშირად ხანდაზმულ ადამიანებში გვხვდება. მწეველები, დიაბეტით, ჰიპერტენზიით ან ჰიპერქოლესტერინემიით დაავადებული პაციენტები სისხლძარღვთა დაავადების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

  • სტენტირება: გამოიყენება როგორც ანევრიზმების (დაფარული სტენტებით ) სამკურნალოდ, ასევე საჭიროების შემთხვევაში, არტერიების ან ვენების გაფართოების მიზნით. სტენტირების დროს ხდება პატარა ზამბარის მსგავსი მოწყობილობის ჩასმა სისხლძარღვში, რომელიც უზრუნველყოფს სისხლძარღვების სანათურის  გახსნას. 

  • ბალონური ანგიოპლასტიკა: წინა პროცედურის მსგავსია, მაგრამ ამ შემთხვევაში   გამოიყენება მაღალი წნევის ბალონი, რომლის საშუალებითაც ხდება შევიწროებული ან დაკეტილი უბნის რეკანალიზაცია.    

  • ვენექტომია: ეს არის ვარიკოზული ვენების ამოკვეთის ოპერაცია, რომლის დროსაც ხდება გადაგვარებული ვენების მთლიანად ან ნაწილობრივ მოცილება.

  • ვარიკოზული ვენების რადიოსიხშირული და ლაზერი აბლაცია: ეს არის ვარიკოზული ვენების   უფრო თანამედროვე და ნაკლებად ინვაზიური  მკურნალობის მეთოდი. ულტრაბგერითი კონტროლით  კათეტერი შეჰყავთ გაფართოებულ კანქვეშა ვენაში და თერმული ზემოქმედების საშუალებით ხდება იმ ვენის დაკეტვა, რომელიც აღარ ფუნქციონირებს სათანადოდ და იწვევს ქვემო კიდურების ვენური სისტემის არასწორ ფუნქციონირებას.

  • სკლეროთერაპია: ობობისებური ვენების და მცირე ზომის ვარიკოზული ვენების სამკურნალო საშუალებაა. ეს პროცედურები ტარდება ექიმის კაბინეტში, არ საჭიროებს ანესთეზიას და არ აფერხებს პაციენტის ყოველდღიური   ცხოვრები რეჟიმს,ისევე როგორც ლაზერული მეთოდები.  დადებითი შედეგის მისაღებად, დაავადების ფორმიდან გამომდინარე, ჩვეულებრივ, საჭიროა რამდენიმე სეანსის ჩატარება. 

  • არტერიულ სისტემებზე ოპერაცია: დამოკიდებულია არტერიების დაზიანების მახასიათებლებზე, როგორიცაა სიგრძე, ადგილმდებარეობა, გაფართოება და ა.შ. შევიწროების მკურნალობის საუკეთესო გამოსავალი შეიძლება იყოს შუნტირება ან არტერიების სტენტირება/ბალონირება დაზიანებულ უბანზე ქირიურგილი   ჩარევის  გზით. არსებობს სხვადასხვა მეთოდები და ვარიანტები, რაც ინდივიდუალური მიდგომით განისაღზვრება. სისხლძარღვთა ქირურგი მოგაწვდით ინფორმაციას მთლიანი პროცესის და მოსალოდნელ შედეგის შესახებ.

  • საძილე არტერიის ქირურგია: ამ ოპერაციის დროს ხდება ათეროსკლეროზული ფოლაქების ამოკვეთა საძილე არტერიიდან, რომელიც  არიvს ინსულტის, ემბოლიის და ცერებრალური ინფარქტის გამომწვევი მიზეზი, რადგან ის არის ერთ-ერთი მთავარი არტერია, რომელიც ტვინს ამარაგებს სისხლით. 

დაავადებები და სიმპტომები                             

ძირითადი პათოლოგიები და დაავადებები

 

ანგიოლოგია და სისხლძარღვთა ქირურგია ორიენტირებულია ისეთ დაავადებებზე და მდგომარეობებზე, როგორიცაა:

  • ანევრიზმები;

  • თრომბოზი (როგორც არტერიული, ასევე ვენური);

  • ვარიკოზული ვენები და ობობისებური ვენები;

  • არტერიიტი;

  • ლიმფედემა;

  • დიაბეტური ტერფი;

  • მეზენტერული იშემია;

  • არტერიოვენური ფისტულები;

  • ქვემო კიდურების ქრონიკული არტერიული  და ვენური უკმარისობები;

  • მაგისტრალური ვენების კომპრესიები (მეი-ტერნერის და „თხილის სატეხელას“ (Nutcracker syndrome) სინდრომი;

  • საძილე არტერიის დაავადება;

  • სისხლძარღვთა მალფორმაციები.