ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

გასტროენტეროლოგია

გასტროენტეროლოგია არის მედიცინის  ერთ-ერთი უდიდესი დარგი, რომელიც შეისწავლის საჭმლის მომნელებელ ორგანოებსა და მათ დაავადებებს. გასტროენტეროლოგები სხვადასხვა ინსტრუმენტული თუ ლაბორატორიული კვლევის მეთოდის საშუალებით ადგენენ დიაგნოზს და მკურნალობენ საყლაპავის, კუჭის, ნაწლავების, ღვიძლის, სანაღვლე გზებისა და პანკრეასის დაავადებებს. ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს შორისაა გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GERD), კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ნაწლავის ანთებითი დაავადებები (წყლულოვანო კოლიტისა და კრონის დაავადება), მსხვილი ნაწლავის დევერტიკულური დაავადება და ა.შ.

კუჭ-ნაწლავის დაავადებები

კუჭ-ნაწლავის დაავადებებს შეუძლიათ დააზიანონ  კუჭ-ნაწლავის (GI) ტრაქტის ნებისმიერი ნაწილი, პირის ღრუდან დაწყებული ანუსის ჩათვლით. არსებობს დაავადების ორი ტიპი: ფუნქციური და  ორგანული  მათ შორისაა მაგალითად კოლიტი, საკვებით მოწამვლა, ლაქტოზის აუტანლობა და დიარეა.

რა არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დაავადება?                               

ფუნქციური დაავადებები მოიცავს ისეთ დარღვევებს,  რა შემთხვევაშიც  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოკვლევისას თვალსაჩინო  (მათ შორის მიკროსკოპული ცვლილებები ) დაავადება ან დაზიანება არ ვლინდება, თუმცა დარღეულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირება მონელებისა და მოტორიკის დონეზე.  სწორედ ფუნქციური დარღვევები არის ყველაზე გავრცელებული პრობლემა კუჭ-ნაწლავის დაავადებათა შორის. ყველაზე ხშირი ფუნქციური დაავადებების მაგალითებია : დისკომფორტი მუცლის მიდამოში,  გულძმარვა და გულისრევა, მეტეორიზმი, შებერილობა,  ყაბზობა , დიარეა., გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS).

 

ბევრმა ფაქტორმა შეიძლება გავლენა იქონიოს  კუჭ-ნაწლავის ტრაქტსა და მის  მოტორიკაზე (ნაწლავების ტალრისებრი გადაადგილების უნარზე). მათ შორისაა:

  • ბოჭკოს დაბალი შემცველობის საკვების მიღება;
  • არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა;
  • მოგზაურობა ან სხვა რუტინული საქმიანობის შეცვლა;
  • ფსიქო-ემოციური სტრესი;
  • დეფეკაციის შეკავება;
  • დიარეის საწინააღმდეგო მედიკამენტების გადაჭარბებული გამოყენება, რომლებიც დროთა განმავლობაში არღვევენ ნაწლავების კუნთოვანი შრის სწორ მოტორიკას;
  • კალციუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდური მედიკამენტების მიღება;
  • გარკვეული მედიკამენტების მიღება (განსაკუთრებით ანტიდეპრესანტები, რკინის პრეპარატები და ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, როგორიცაა ნარკოტიკები);
  • ზოგიერთ ადამიანში ასევე აღინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების მომატებული მგრძნობელობა (ვისცერული ჰიპერმგრძნობელობა). ამან შეიძლება გამოიწვიოს ტკივილის ან დისკომფორტის შეგძნება მაშინაც კი, როდესაც ორგანოები ნორმალურად ფუნქციონირებენ.

რომელია კუჭ-ნაწლავის ორგანული  დაავადებები?                                 

კუჭ-ნაწლავის ორგანული დაავადებებეია ის ჯგუფი , რა შემთხვევაშიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კვლევისას  ვლინდება თვალსაჩინო (მათ შორის მიკროსკოპული ცვლილებები ) დაავადება ან დაზიანება.

  • კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
  • მოკლე ნაწლავის სინდრომი (კუჭსა და ნაწლავზე ჩატარებული ოპერაციების შემდგომი გართულებები და მდგომარეობა);
  • ცელიაკია;
  • უიპლის დაავადება;
  • ღვიძლის დაავადებები (ჰეპატიტების სხვადასხვა სახეები, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის გაცხიმოვნება);
  • ბილურუბინის ცვლის დარღვევევბი (ე.წ. „სიყვითლე“);
  • ქონიკული პანკრეატიტი;
  • მსხვილი ნაწლავის დივერტიკულური დაავადება;
  • ნაწლავის ანთებითი დაავადებები ( წყლულობანი კოლიტი, კრონი);
  • კიბოსწინარე დავადებები და მდგომარეობები (ბარეტის დაავადება , კუჭ-ნაწლავის პოლიპოზი , კარდიის აქალაზია, „MALT-ლიმფომა“);

კუჭნაწლავის ზოგიერთი დაავადების მიმდინარეობის გარტულებისას   საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევები, ოპერაციები ( სისხლდენა საყლაპავიდან, წყლულიდან, ჰემოროის კვანძებიდან, გადაუდებელი ოპერაციები ნაწლავთა მწვავე გაუვალების დროს, პერფორაციების - ე. წ. ნაწლავის გახვრეტის დროს, სიმსივნური დაავადევევის შემთხვევაში და .შ. )

კვლევები

მნიშვნელოვანია კვლევის თანამედროვე  მეთოდების გამოყენება გასტროენტეროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკაში.