ლაბორატორია
ლაბორატორია
„ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიული დეპარტამენტი უზრუნველყოფს პაციენტებისთვის ხარისხიანი, ზუსტი და დროული გამოკვლევებით ლაბორატორიულ მომსახურებას, რის საშუალებას იძლევა უახლესი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა. ლაბორატორია დაკომპლექტებულია გამოცდილი სპეციალისტებით, რომელთა პროფესიულ ზრდაზე მუდმივად ზრუნავს „ნიუ ჰოსპიტალსი“.
ლაბორატორიული მომსახურებები
- ბიოქიმიური გამოკვლევები
- სეროლოგიური გამოკვლევები (ავტომატიზირებული და ნახევრადავტომატური)
- იმუნოლოგიური გამოკვლევები (ელექტროჰემილუმინისცენცია, იმუნოფლუორესცენცია, იმუნოფერმენტული, იმუნობლოტი, პირდაპირი იმუნოფლუორესცენცია, იმუნოქრომატოგრაფია)
- მიკრობიოლოგიური/ბაქტერიოლოგიური გამოკვლევები
- ვირუსოლოგიური გამოკვლევები
- პარაზიტოლოგიური გამოკვლევები
- ჰემატოლოგიური გამოკვლევები
- ჰორმონულური გამოკვლევები
- ციტოლოგიური გამოკვლევები
- სისტემური/აუტოიმუნური გამოკვლევები
- ალერგიული პანელები
- მოლეკულური დიაგნოსტიკა (პჯრ გამოკვლევები)
- პათომორფოლოგიური გამოკვლევები
- იმუნოჰისტოქიმიური გამოკვლევები
გამოკვლევები სრულდება ყველა ტიპის გამოსაკვლევ მასალაში:
- სისხლი, სისხლის შრატი და პლაზმა
- შარდი
- ლიქვორი
- გამონაჟონი სითხეები - პლევრალური, ასციტური
- განავალი
- ანაფხეკის გამოკვლევები - კანიდან, ფრჩხილიდან
- წამწამი
- ცხვირის და თვალის ლორწოვანის გამოკვლევები
- გამონადენი სასქესო ორგანოებიდან