მოზრდილთა და ბავშვთა რევმატოლოგიის ცენტრი
რევმატოლოგია
რევმატოლოგია შინაგანი მედიცინის დარგია და შემაერთებელი ქსოვილის სისტემურ დაავადებებს მოიცავს. მოზრდილთა და ბავშვთა რევმატოლოგიის ცენტრში ხელმისაწვდომია რევმატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სერვისები - როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ პირობებში. ზუსტი დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება ულტრათანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა და ლაბორატორიული კვლევები, რომლებიც ტარდება „ნიუ ჰოსპიტალსის“ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში.
ზოგიერთი რევმატოლოგიური დაავადების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ეფექტური კურსის შერჩევისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების (მაგ. ჰემატოლოგის, ორთოპედის, ნევროლოგის ან ნეფროლოგის) ჩართულობა, რაც ასევე ხელმისაწვდომია ნიუ ჰოსპიტალსში.
როდის უნდა მივმართოთ რევმატოლოგს?
პაციენტმა უნდა მიმართოს რევმატოლოგს კონსულტაციისთვის, როდესაც მას აღენიშნება პოლიმორფული (მრავალფეროვანი) ჩივილი და სიმპტომატიკა: წონის კლება, სისუსტე, პროფუზული (გაძლიერებული) ოფლდენა, პოლისეროზიტი, ცხელება, ჰეპატოსპლენომეგალია (ღვიძლისა და ელენთის გადიდება), ტკივილი, შეშუპება ან/და მოძრაობის შეზღუდვა სახსრების არეში.
ასევე, რევმატოლოგის კონსულტაცია სასურველია შემდეგი ჩივილების შემთხვევაში:
- კანის დაზიანება - პოლიმორფული (მრავალფეროვანი) გამონაყარი, გამონაყარი სახსრების ირგვლივ, მოლურჯო - მოწითალო ელფერის კიდურები, ჰიპერ და ჰიპოპიგმენტური უბნები, სკლეროზული უბნები, წვრილწერტილოვანი სიმეტრიული სისხლჩაქცევები (ასევე წვრილწერტილოვანი სიმეტრიული სისხლჩაქცევების შემთხვევაში სასურველია ჰემატოლოგის კონსულტაცია), მარმარილოსებრი კანი (ლივედო), კვანძოვანი ერითემა, ნეკროზული უბნები, კანის და კანქვეშა ქსოვილის შეშუპება.
- წყლულები პირის ღრუში, ცხვირის ლორწოვანზე
- სახსრების დაზიანება - შეშუპება, ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა, ენტეზიტები (მყესის ანთება), ქუსლების ტკივილი.
- კუნთების დაზიანება - ტკივილი, სისუსტე, ყლაპვის გაძნელება, დისფაგია, დისფონია
- კუნთების ატროფია, კალცინატები.
- მხედველობის სწრაფად დაქვეითება ან დაბინდვა - ოფთალმოლოგის მიერ შეფასებული როგორც უვეიტი, ირიდოციკლიტი.
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანება - პულსის სისუსტე ან არ არსებობა პერიფერიაზე, წნევის სხვაობა კიდურებზე, პერიკარდიტი, როდესაც სხვა მიზეზები გამორიცხულია.
- შარდ-სასქესო სისტემის დაზიანება - წყლულები გარეთა სასქესო ორგანოებზე, ნეფრიტი ნეფროზული სინდრომით, როდესაც თან ახლავს ზემოთ აღნიშნული ჩივილები.
- ლაბორატორიული კვლევით დადასტურებული პანციტოპენია (სისხლში ერითროციტების, ჰემოგლობინის, ლეიკოციტების და თრომბოციტების შემცირება), როდესაც ჰემატოლოგიური პათოლოგია გამორიცხულია.
ჩვენს გამოცდილ გუნდთან კონსულტაციაზე ჩასაწერად, დაგვიკავშირდით +995 32 2 190 190