პროქტოლოგია
პროქტოლოგია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილის - სწორი და მსხვილი ნაწლავის დაავადებების კვლევას, შესწავლასა და მკურნალობას გულისხმობს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესი სისტემაა და მასში გამოვლენილმა პრობლემამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები, ტკივილი და დისკომფორტი გამოიწვიოს. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია კოლორექტალური გამოკვლევა, რაც შესაძლებლობას აძლევს ექიმს დაადგინოს დაავადების გამომწვევი მიზეზი და დაავადების სიმძიმე.
ექიმი-პროქტოლოგი პაციენტის გასასინჯად იყენებს თანამედროვე დიაგნოსტიკურ ტექნოლოგიებს და მიღებული მონაცემების საფუძველზე ახორციელებს მკურნალობას. პროქტოლოგიური დაავადებების მკურნალობა შესაძლებელია როგორც ქირურგიული, ასევე არაქირურგიული, კონსერვატიული მიდგომებით.
გავრცელებული დაავადებები
- ჰემოროი (ბუასილი): ანუსის შეშუპებული ვენები, რომლებიც შესაძლოა განვითარდეს ანუსის შიგნით ან მის გარეთ.
- აბსცესები და ფისტულა: ინფექციები, რომლებიც ვითარდება ანუსის და სწორი ნაწლავის ირგვლივ.
- ანალური კანის ტეგები: კანის პაწაწინა სიმსივნეები, რომლებიც ჩნდება ანუსის გარშემო.
- მსხვილი ნაწლავის და სწორი ნაწლავის სიმსივნეები
- დივერტიკულიტი: დაავადების დროსაც საჭმლის მომნელებელი სისტემის სუსტ ადგილებში ვითარდება ე.წ. ჩანთები.
- ნაპრალები: ვითარდება ანალურ ლორწოვან გარსში.
- ნაწლავის ანთებითი დაავადება (IBD): წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება ნაწლავის ანთებითი დაავადებების მაგალითებია.
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS): საჭმლის მომნელებელი სიმპტომების კრებული, რომელიც არ არის დაკავშირებული ნაწლავის ანთებით დაავადებასთან (IBD). სიმპტომები მოიცავს შებერილობას, კრუნჩხვებს, ყაბზობას და დიარეას.
- პოლიპები: მსხვილი ნაწლავის კიბოსწინარე წარმონაქმნები, რომლებსაც გააჩნიათ მსხვილი ნაწლავის კიბოს გადაქცევის რისკი.
- სწორი ნაწლავის პროლაფსი: ანალური გახსნის გაფართოება, რომლის დროსაც სწორი ნაწლავი იწყებს დაწევას თავდაპირველი მდგომარეობიდან ანალურ დიაფრაგში.
- დეფეკაციის დარღვევები: ყაბზობა ან შეუკავებლობა.
სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სასურველია დროულად მიმართოთ ექიმს. მნიშვნელოვანია ექიმი გაეცნოს სიმპტომების სრულ სპექტრს, რათა შეძლოს დიაგნოზის დადგენა და საუკეთესო მკურნალობის კურსის შერჩევა.
- სისხლდენა ან სხვა სითხის გამოდინება ანუსიდან;
- ანუსის ქავილი ან წვა;
- შეუკავებლობა;
- ანალური მეჭეჭების, მუწუკების გაჩენა ან უცხო სხეულის შეგრძნება;
- ანუსის ან სწორი ნაწლავის ტკივილი.
მკურნალობის შესაძლებლობები
„ნიუ ჰოსპიტალსში“ დანერგილია პროქტოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები და ქირურგიული მკურნალობის შემთხვევაში გამოიყენება უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიები, რაც აუმჯობესებს მკურნალობის და რეაბილიტაციის პროცესებს.