
GE LOGIQ Fortis უახლესი თაობის ულტრაბგერითი აპარატი
LOGIQ FORTIS წარმოადგენს ახალი თაობის, მრავალფუნქციურ და მძლავრ ულტრაბგერით აპარატს, რომელიც გამოსახულების განსაკუთრებული ხარისხით და სიმძლავრით უზრუნველყოფს მაღალი სანდოობის კვლევას სხეულის ნებისმიერ არეში.
ძირითადი მახასიათებლები
- ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგია, რომელიც ზრდის პროდუქტიულობას;
- გაუმჯობესებული გამოსახულება;
- სიღრმისეული კვლევა და მაღალი გარჩევადობა;
- მონაცემთა დაცვის და კიბერუსაფრთხოების სისტემა;
- მძლავრი ციფრული პლატფორმა;
გამოსახულების მაღალი ხარისხი
უახლესი თაობის ვიზუალიზაციის ტექნოლოგიებით აღჭურვილი, სრული სპექტრის ულტრაბგერითი აპარატი LOGIQ Fortis გამოირჩევა სიმძლავრით და გამოსახულების განსაკუთრებული ხარისხით.
- აღჭურვილია ულტრაბგერითი მართვადი შესუსტების პარამეტრით - Ultrasound Guided Attenuation Parameter (UGAP) რომელიც წარმოადგენს სტეატოზის რაოდენობრივად განსაზღვრის მეთოდს, რომელიც შემუშავებულია GE HEALTHCARE-ის მიერ;
- აპარატის თანამედროვე ტექნოლოგიები - 2D Shear Wave ელასტოგრაფია და UGAP ზრდის კვლევის სიზუსტეს და ხელს უწყობს ინვაზიური პროცედურების საჭიროების შემცირებას;
- ნაკადის გაფართოებული რეჟიმები - მიკროვასკულარული (MVI), Radiantflow და B-Flow უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კვლევას;
- Sound Architecture გაუმჯობესებული SRI ტექნოლოგიით წარმოადგენს ყველა პიქსელს ფოკუსში და მაღალი გარჩევადობით - ახლო ველიდან სიღრმემდე.