კარლ შტორცის (Karl Storz) ულტრათანამედროვე ართროსკოპიული ნაკრები - 3 ერთში
- „კარლ შტორცის ართროსკოპი 3 ერთში“ მოიცავს ყბა-სახის ქირურგიისთვის მნიშვნელოვან ფუნქციებს - ტელესკოპს, საირიგაციო არხს, სამუშაო არხს, რის შედეგადაც ართროსკოპიული პროცედურების მიკროქირურგიულად ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ართროსკოპი ამარტივებს ქირურგიულ პროცესს და ქირურგს აძლევს შესაძლებლობას მოახდინოს ინსტრუმენტების გამოყენების მონიტორინგი და აკონტროლოს ჭრილობის სიღრმე.
- დიაგნოსტიკური და სამკურნალო ართროსკოპიის საშუალებით შესაძლებელია ისეთი დაავადებების მკურნალობა, როგორიც არის ქრონიკული და მწვავედ მიმდინარე ართრიტები, ართროზები, ე.წ. "ტკაცუნა სახსარი", საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მტკივნეული დისფუნქცია, ანკილოზი და სხვა.