"> Philips EPIQ CVx - კარდიოლოგიური ულტრაბგერითი სისტემა - ნიუ ჰოსპიტალსი
ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

Philips EPIQ CVx - კარდიოლოგიური ულტრაბგერითი სისტემა

Philips EPIQ CVx - კარდიოლოგიური ულტრაბგერითი სისტემა

Philips EPIC CVx წარმოადგენს პრემიუმ კლასის კარდიოლოგიურ ულტრაბგერით სისტემას, რომელიც ეფუძნება ინოვაციურ, ინდუსტრიაში მოწინავე პლატფორმას. მას, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეუძლია თანამედროვე გამოწვევების გადასაჭრელად დახვეწილი სადიაგნოსტიკო მეთოდების გამოყენება და შესაბამისად, ექოკარდიოგრაფიული კვლევა მომდევნო საფეხურზე გადაჰყავს.

სამგანზომილებიანი (3D) გამოსახულება

ფოტორეალისტური გამოსახულება სამგანზომილებიან ექოკარდიოგრაფიასთან ერთად აუმჯობესებს კვლევის ხარისხს ინტერვენციული კარდიოლოგიისთვის, რადგანაც ინტერვენციული პროცედურებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მაღალი ხარისხის გამოსახულებას, გულის დინამიური ანატომიის შესწავლისა და მისი სტრუქტურების სიღრმის აღქმისათვის.