თანამედროვე ენდოსკოპი Fujifilm Eluxeo 7000 System
Eluxeo 7000 არის ულტრათანამედროვე ენდოსკოპიური სადიაგნოსტიკო სისტემა, რომელიც შინაგანი ორგანოებისა და ქსოვილების მაღალი ხარისხით გამოკვლევის საშუალებას იძლევა.
მრავალსინათლიანი (Multi-Light) სადიაგნოსტიკო ტექნოლოგია
Eluxeo 7000 სისტემა გამოსახულების შესაქმნელად იყენებს მაღალი ინტენსივობის შუქდიოდებს და თანამედროვე რეჟიმებს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელს ხდის სხვადასხვა ტიპის ქსოვილების ზედაპირების, ლორწოვანი გარსის ღრმა ფენების და სისხლძარღვების სტრუქტურების დეტალურად შესწავლას.
სისტემის ფერადი გამოსახულება და გაუმჯობესებული კონტრასტირების შესაძლებლობა უზრუნველყოფს უმცირესი დეტალების აღმოჩენას და მაღალი გარჩევადობით ვიზუალიზაციას.
- ენდოსკოპის ფართო ხედვის კუთხე - ენდოსკოპის კამერის ფართო ხედვის კუთხის დახმარებით, შესაძლებელია რთულად შესამჩნევი და მისაწვდომი ადგილების დიაგნოსტირება;
- მცირე დიამეტრის ენდოსკოპი - თხელი ენდოსკოპი ამცირებს პაციენტის დისკომფორტს პროცედურების დროს;
- მრავალფუნქიცური ენდოსკოპი - ენდოსკოპი აღჭურვილია სხვადასხვა ფუნქციებით, როგორიცაა მაღალი გამოსახულების სენსორი, დაკვირვების სხვადასხვა რეჟიმები და წყლის ჭავლის ტექნოლოგია გამოკვლევის ადგილის გასაწმენდად. ამ თვისებების წყალობით ენდოსკოპები მოსახერხებელია რუტინული პროცედურებისთვის.
- ენდოსკოპი სამკურნალო დანიშნულებით - ენდოსკოპი შემუშავებულია სხვადასხვა სამკურნალო პროცედურებში გამოსაყენებლად და აქვს მოძრაობის ფართო დიაპაზონი.
სამკურნალო შესაძლებლობები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის მკურნალობა - Eluxeo 7000 ენდოსკოპი აღჭურვილია დიდი ზომის ინსტრუმენტული არხით, რაც დაკვირვების არიდან სითხის და ქსოვილის ნარჩენების ეფექტურად ამოღების (ასპირაციის) საშუალებას იძლევა.
ენდოსკოპი ასევე თავსებადია სხვადასხვა სამედიცინო ინსტრუმენტებთან და იძლევა ისეთი პროცედურების ჩატარების შესაძლებლობას, როგორიცაა პოლიპექტომია (პოლიპების მოცილება), ლორწოვანის ენდოსკოპიური რეზექცია და პერორალური ენდოსკოპიური მიოტომია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილის მკურნალობა - ენდოსკოპის მოხრის კუთხე (210°-მდე) და მოხრის მცირე რადიუსი ამარტივებს დაკვირვებისა და მკურნალობისთვის საჭირო უბნებზე წვდომას, განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში, როდესაც სხეულის ვიწრო ან მრუდე არეში ინსტრუმენტის შეყვანა გართულებულია; და ისეთი პროცედურების შესრულებისას, როგორიცაა ლორწოვანის ენდოსკოპიური რეზექცია, ენდოსკოპიური სუბმუკოზური დისექცია და სხვ.