Toshiba Aplio i800
Toshiba Aplio i800 უახლესი ულტრაბგერითი სისტემაა, რომელიც მრავალფუნქციურობით და განსაკუთრებულად მაღალი სიზუსტის გამოსახულებით გამოირჩევა. სხვა ულტრაბგერითი სისტემებისგან განსხვავებით, Aplio i800-ს უნიკალური შესაძლებლობები აქვს:
- შეუდარებელი სისწრაფე და გაუმჯობესებული მგრძნობელობა უზრუნველყოფს უმცირესი დეტალების იდეალურ ვიზუალიზაციას
- მაღალი რეზოლუცია და მკვეთრი 3D სისტემა გამოსახულებას უპრეცედენტო თვალსაჩინოებას აძლევს
- პირველად, ულტრაბგერის საშუალებით ხდება დაბალი სიჩქარის მიკროვასკულარული სისხლის ნაკადის ვიზუალიზაცია, ჩარევების დროს გაიოლებულია ნავიგაცია
- Aplio i800 Smart Fusion ტექნოლოგია იძლევა გამოსახულების კომპიუტერული და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის ან ულტრაბგერით მონაცემებთან რეალურ დროში შედარების საშუალებას
- განუმეორებელი დეტალიზაცია ექიმს აძლევს არა მარტო უზუსტესი დიაგნოსტიკის შესაძლებლობას, არამედ ეხმარება ულტრაბგერის კონტროლით სხვადასხვა ინტერვენციული მანიპულაციების წარმატებით ჩატარებაში (ბიოფსია, პუნქცია, დრენირება)
- უახლესი ნავიგაციური სისტემა Aplio i800 Smart Fusion ტექნოლოგიასთან ერთად მკვეთრად აიოლებს ინტერვენციული ჩარევების განხორციელებას და უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას
- ინსტრუმენტების მრავალფუნქციურობა იძლევა მრავალფეროვანი პროცედურების ერთდროულად ჩატარების საშუალებას
გამოკვლევებს ატარებს „ნიუ ჰოსპიტალსის“ დიაგნოსტიკური და ინტერვენციული რადიოლოგიის დეპარტამენტის გუნდი პროფესორ მალხაზ მიზანდარის ხელმძღვანელობით.