მალხაზ მიზანდარის სამეცნიერო ნაშრომმა პირველი ადგილი მოიპოვა!
მალხაზ მიზანდარის სამეცნიერო ნაშრომმა ნიუ-იორკში გამართულ სამედიცინო სიმპოზიუმზე პირველი ადგილი მოიპოვა. ემბოლიზაციისა და ტექნოლოგიების 13-ე გლობალური სიმპოზიუმი (GEST, 2019), აშშ-ში, ნიუ-იორკში, 9-12 მაისს გაიმართა, სადაც პროფესორმა მალხაზ მიზანდარმა ექვსი სამეცნიერო ნაშრომი წარადგინა.
კონგრესზე წარმოდგენილი მრავალი ნაშრომიდან საუკეთესო პოსტერის ჯილდო მალხაზ მიზანდარის სამეცნიერო ნაშრომს - Management of inoperable intrahepatic CCC by endoluminal RFA and stent implantation via mature PTBD track („ინოპერაბილური ინტრაჰეპატური ქოლანგიოკარცინომის მენეჯმენტი ენდოლუმინური რადიოსიხშირული აბლაციითა და სტენტის იმპლანტაციით პერკუტანული მადრენირებელი ფისტულის გამოყენებით“) ერგო, რომლის თანაავტორებიც თ. აზრუმელაშვილი, თ. ჩიქოვანი, გ. ასათიანი და ნ. ჰაბიბი არიან.