ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

6 მაისი 2020

„ნიუ ჰოსპიტალსი“ მხედველობის ლაზერული კორექციის პაციენტებს კორონავირუსის ორმაგ ტესტირებას უფასოდ სთავზობს

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი პაციენტებს კორონავირუსის ტესტირებისა და მხედველობის ლაზერული კორექციის სპეციალურ პაკეტს სთავაზობს.

კორონავირუსის ორმაგი ტესტი უფასოდ ჩაუტარდებათ პაციენტებს, რომელთაც სურვილი აქვთ ჩაიტარონ მხედველობის ლაზერული კორექცია - მოიხსნან სათვალე და დაემშვიდობონ ლინზებს.

პაციენტის კომფორტისთვის PCR ტესტის მასალის აღება ხდება როგორც „ნიუ ჰოსპიტალსში“ (კრწანისის ქ. #12), ასევე პარტნიორ ლაბორატორიაში - ტაშკენტის ქ. #47 ან პაციენტისთვის სასურველ მისამართზე, ბინის პირობებში.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ითვალისწინებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს, ფუნქციონირებს განსაკუთრებული უსაფრთხოების დაცვით განახლებულ რეჟიმში და წარმოადგენს COVID-19-სგან თავისუფალ სივრცეს, სადაც პაციენტებს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიეწოდებათ. COVID-19-ზე შემოწმებას პაციენტები გადიან როგორც გეგმიური, ასევე გადაუდებლად მომართვის შემთხვევაში: გეგმიური ჰოსპიტალიზაციის წინ ყველა პაციენტი გადის ორმაგ შემოწმებას ვირუსზე - PCR ტესტით და ანტისხეულებით. ყველა გადაუდებლად შემოსულ პაციენტს უტარდება კვლევები სწრაფი ტესტის ან PCR ტესტის მეშვეობით კოვიდინფექციის გამოსარიცხად, რის შემდეგაც „ნიუ ჰოსპიტალსში" ხდება მხოლოდ არაინფიცირებული პაციენტების ჰოსპიტალიზაცია.

კვლევების დასაგეგმად ან კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით ყოველდღე, 09:00-დან 21:00 საათამდე, ნომერზე 2 190 190.