ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

12 დეკემბერი 2019

ნიუ ჰოსპიტალსის ექთნებს „საექთნო ლიდერობის და მენეჯმენტის“ კურსის სერტიფიკატები გადაეცათ

ნიუ ჰოსპიტალსის ექთნებმა „საექთნო ლიდერობისა და მენეჯმენტის“ სასერტიფიკატო პროგრამა წარმატებით დაასრულეს. პროგრამა წარმოადგენს პროფესიული განვითარების პროექტის პირველ ეტაპს და მიზნად ისახავს გლობალური მართვის სისტემაში საქართველოს დარგობრივ სპეციალისტთა მომზადებას და Global Nursing Leadership Institute-ის პროგრამებისთვის ლიდერი ექთნების შერჩევას.

კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელმა და პროგრამის დირექტორმა, ია გელენიძემ, ნიუ ჰოსპიტალსის სამედიცინო დირექტორმა, გიორგი კორძახიამ და კლინიკის საექთნო სამსახურის ხელმძღვანელმა, მარიამ ბურდულმა.

აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს ნიუ ჰოსპიტალსისთვის, რადგან შეუფასებელია ექთნის როლი უსაფრთხო სამედიცინო სერვისების მიწოდებისა და ჯანდაცვის სისტემის გამართულად ფუნქციონირების პროცესში.