ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

4 იანვარი 2023

„ნიუ ჰოსპიტალსის“ მიმართულებით ორმხრივი სატრანსპორტო გადაადგილება აღდგენილია

„ნიუ ჰოსპიტალსი“ გილოცავთ 2023 წელს და გაცნობებთ, რომ კრწანისის ქუჩაზე, გორგასლის ქუჩიდან „ნიუ ჰოსპიტალსის“ შესასვლელამდე მონაკვეთში, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული გადაადგილების შეზღუდვა მოხსნილია და ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია.


მიმდინარე წლის სექტემბრიდან კრწანისის ქუჩაზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც „ნიუ ჰოსპიტალსის“ მიმართულებით სამი თვის მანძილზე შეზღუდული იყო სატრანსპორტო საშუალებების ორმხრივად გადაადგილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭირო გახდა კლინიკის სადგომზე გადაადგილების წესების ცვლილება, რათა საფრთხის წინაშე არ დამდგარიყო გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტებისა და კლინიკის ფუნქციონირებისათვის საჭირო მომარაგების სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება და  ასევე, გეგმიური და ამბულატორიული პაციენტების მომსახურება.


ამჟამად ყველა შეზღუდვა მოხსნილია და კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას. პაციენტებს ემსახურება 200 ადგილიანი კეთილმოწყობილი ავტოსადგომი, შესასვლელით კრწანისის ქუჩიდან. თანამშრომლების, მუნიციპალური სამსახურების, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების და კლინიკის მომარაგების ავტომობილების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალებებისთვის კლინიკის ტერიტორიაზე შესვლა ან მისი სადგომად გამოყენება ფასიანია.


„ნიუ ჰოსპიტალსი“ მადლობას უხდის თბილისის მერიას და კრწანისის რაიონის გამგეობას კრწანისის ქუჩის რეაბილიტაციისა და სამუშაოების ძირითადი ეტაპის დროულად დასრულებისთვის.