ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

14 სექტემბერი 2023

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ექთნებისთვის სერტიფიცირებული კურსი ჩატარდება

„ნიუ ჰოსპიტალსში“ 19 სექტემბრიდან გაიმართება უწყვეტი სამედიცინო განათლების სავალდებულო კურსი ექთნებისთვის „გადაუდებელი მდგომარეობის მართვა მოზრდილთა და ბავშვთა ასაკში; გულის გაჩერების მართვა“, რომელსაც გაუძღვებიან „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა რეანიმაციის ექიმი გიორგი კვიცინაძე და ბავშვთა რეანიმაციის უმცროსი ექიმი სალომე ტატიშვილი.


აღნიშნული კურსი ორ დღეს გრძელდება და განკუთვნილია გადაუდებელი დახმარების, ქირურგიული და კარდიოქირურგიული მიმართულებების ექთნებისთვის; ასევე ანესთეზიასა და რეანიმაციული სერვისის ფარგლებში დასაქმებული ექთნებისთვის. კურსის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

კურსის ღირებულება 200 ლარია და რეგისტრაციისთვის საჭიროა დაკავშირება ნომერზე 514 107788. 


„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. ექიმთა უწყვეტი სამედიცინო განათლება - მედიცინის თანამედროვე მიდგომების შესახებ ცოდნითა და უნარებით სამედიცინო პერსონალის მუდმივი უზრუნველყოფა, ხარისხიანი სამედიცინო სერვისების განუყოფელი ნაწილია და უმნიშვნელოვანეს პროცესს წარმოადგენს „ნიუ ჰოსპიტალსისთვის“.