ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

20 მაისი 2019

ნიუ ჰოსპიტალსში ონკო-ჰემატოლოგიური პაციენტებისთვის უფასო კონსულტაციები გაიმართება

27-28 მაისს, ნიუ ჰოსპიტალსის ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრში, თამარ კვაჭაძის ხელმძღვანელობით უფასო კონსულტაციები ჩატარდება. კონსულტაციაზე ჩაწერა შესაძლებელია ჰემატოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური პათოლოგიების მქონე ყველა ასაკის პაციენტისთვის.

თამარ კვაჭაძე არის ონკო-ჰემატოლოგი, რომლის ხელმძღვანელობითაც, უცხოელ კოლეგებთან ერთად 2017 წელს პირველად საქართველოში წარმატებით განახორციელა აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია და ამ ეტაპზე, მას ჩატარებული აქვს 25-ზე მეტი ძვლის ტვინის გადანერგვა.

ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ჰემატოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების მკურნალობის ეფექტური მეთოდია, რომელიც დაზიანებული უჯრედების მოცილებას და მათი ახალი, ჯანმრთელი უჯრედული მასით ჩანაცვლებას გულისხმობს. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დროს, შეიძლება გამოყენებული იყოს აუტოლოგიური (საკუთარი), ალლოგენური (არანათესაური) და ჭიპლარის ღეროვანი უჯრედები. ნიუ ჰოსპიტალში ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია. აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს არ აქვს დაზიანებული ძვლის ტვინი ან/და დაავადება რემისიის სტადიაშია. 

მკურნალობა შესაძლოა ჩაუტარდეთ ჰემატოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური პათოლოგიების მქონე პაციენტებს, კერძოდ ვისაც აწუხებთ:

  • ანემიები
  • თრომბოციტოპენიური პურპურა
  • კოაგულოპათიები
  • თალასემიები
  • მედიკამენტოზური პანციტოპენია
  • მწვავე და ქრონიკული ლეიკემიები
  • ლიმფომები და სოლიდური სიმსივნეები
  • ასევე, პაციენტები, რომელთაც ესაჭიროებათ ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსის ცხელ ხაზს ნომერზე 2 190 190

შეიტყვეთ მეტი ნიუ ჰოსპიტალსის ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის შესახებ