ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

28 ივნისი 2022

ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში გლაუკომის მასტერკლასი გაიმართა


ოფთალმოლოგებისთვის განკუთვნილი გლაუკომის მასტერკლასი ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა. მასტერკლასს უძღვებოდნენ ცენტრის სასწავლო-სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, ოლეგ გოლოვაჩოვი, ოფთალმოლოგი და მედიცინის დოქტორი, მარიამ გოლოვაჩოვა, ასევე, ოფთალმოლოგი მირიან მაკრახიძე.
მასტერკლასის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს რეგიონებში არსებული კლინიკებიდან მოწვეული სპეციალისტებისთვის ჩატარდა გლაუკომის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომების თეორიული და პრაქტიკული სწავლება. ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს თვალის დაავადებათა მკურნალობის 130 წლიანი გამოცდილება გააჩნია და ქვეყნის მასშტაბით ლიდერია გლაუკომის, კატარაქტის, ბადურის ქირურგიის, სიელმეების, თვალის ონკო-ქირურგიის და სხვა ოფთალმოლოგიური ჩარევების მიმართულებით. „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ 2011 წლიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებს და საუკეთესო ოფთალმოლოგიური სერვისებით უზრუნველყოფს პაციენტებს, მათ შორის გადაუდებელი ოფთალმოლოგიური დახმარების მომსახურებას, რომელიც 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.