„ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს გადაუდებელი მდგომარეობების მქონე პაციენტების მიღებას
„ნიუ ჰოსპიტალსის“ განახლებულ რეჟიმთან დაკავშირებით, რომელიც გამოწვეულია COVID-19 პანდემიით, „ოფთალმოლოგიის ეროვნული“ ცენტრი ფუნქციონირებს 24/7-ზე და საერთაშორისო პროფესიული ასოციაციების, მათ შორის „ამერიკის ოფთალმოლოგთა აკადემიის“ რეკომენდაციებთან თანხვედრაში, აგრძელებს პაციენტების სადღეღამისო მიღებას მხედველობისათვის საფრთხის შემცველი მდგომარეობებით:
- მხედველობისთვის სახიფათო თვალშიდა ინფექცია ან ძლიერი ტკივილი, ენდოფთალმიტი.
- თვალის დაავადებებისგან გამოწვეული ტკივილი, რომელიც მნიშვნელოვნად აქვეითებს ცხოვრების ხარისხის.
- თვალის ტრავმული და ქიმიური დაზიანებები, ჭრილობები.
- თვალშიდა უცხო სხეული.
- არაკონტროლირებადი გლაუკომა ან აბსოლუტური გლაუკომა, სიბრმავით და მტკივნეული თვალით. ასევე სწრაფად პროგრესირებადი გლაუკომა, ბროლის მიერ გამოწვეული გლაუკომა ან დახურულკუთხოვანი გლაუკომა. მკვეთრად მომატებული თვალშიდა წნევა.
- თვალის სიმსივნური დაავადებები.
- ბადურის ჩამოცლა.
- ბადურა გარსის დაავადებები - პროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათია, პროლიფერაციული ვიტრეორეტინოპათია, რთული პრერეტინული მემბრანა, რთული მაკულარული პათოლოგია ან მაკულარული ხვრელი.
- უეცრად განვითარებული სიბრმავე ერთ ან ორივე თვალში.
- ახალშობილთა ობსტრუქციული დაკრიოცისტიტი.
- თანდაყოლილი კატარაქტა.
- მინისებრი სხეულის სისხლჩაქცევა.
- დღენაკლთა რეტინოპათია.
- იმპლანტირებული ბროლის მწვავე გართულებები.
- თვალის ლაზერული ქირურგიული ოპერაციების გართულებები (დისლოცირებული ანათალი და სხვ.).
- იმპლანტებთან დაკავშირებული გართულებები რქოვანაში ან წინა სეგმენტში.
- რქოვანას ან სკლერის დაზიანება.
„ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ მოუწოდებს პაციენტებს გადაუდებელი მდგომარეობებით გამოწვეული აუცილებლობის შემთხვევაში დროულად მიმართონ კლინიკას, რომლის პერსონალი 24 საათის განმავლობაში გაუწევს მათ ოფთალმოლოგიურ მომსახურებას.
გეგმიური ვიზიტების მსურველ პაციენტებს ვურჩევთ ექიმთან ვიზიტი აუცილებლად დაგეგმონ ცხელი ხაზის მეშვეობით და თავი შეიკავონ კლინიკაში გადაუდებელი საჭიროების გარეშე მომართვისაგან.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 2 190 190.