ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

11 დეკემბერი 2020

„ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ 24/7 აგრძელებს პაციენტების მიღებას

„ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი" 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს და აგრძელებს პაციენტების სადღეღამისო მიღებას, როგორც გეგმიური, ასევე გადაუდებელი მდგომარეობით გამოწვეულ შემთხვევებში.
ცენტრი ითვალისწინებს საერთაშორისო პროფესიული ასოციაციების, მათ შორის „ამერიკის ოფთალმოლოგთა აკადემიის“ რეკომენდაციებს და მოუწოდებს პაციენტებს დროულად მიიღონ სამედიცინო მომსახურება მხედველობისათვის საფრთხის შემცველი მდგომარეობების დროს:

  • თვალშიდა ინფექცია ან თვალის ძლიერი ტკივილი, ენდოფთალმიტი.
  • თვალის დაავადებებისგან გამოწვეული ტკივილი, რომელიც მნიშვნელოვნად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს.
  • თვალის ტრავმული და ქიმიური დაზიანებები, ჭრილობები.
  • თვალშიდა უცხო სხეული.
  • ნებისმიერი ტიპის გლაუკომა არაკონტროლირებადი თვალშიდა წნევით.
  • თვალის სიმსივნური დაავადებები.
  • ბადურის ჩამოცლა.
  • ბადურა გარსის დაავადებები: სისტემური დაავადებებით, ენდოკრინული დაავადებებით თუ ტრამვით გამოწვეული.
  • უეცრად განვითარებული სიბრმავე ერთ ან ორივე თვალში.
  • ახალშობილთა ობსტრუქციული დაკრიოცისტიტი.
  • თანდაყოლილი კატარაქტა.
  • მინისებრი სხეულის სისხლჩაქცევა.
  • დღენაკლთა რეტინოპათია.
  • ქირურგიის შემდგომი ადრეული და შორეული გართულებები (ანთება, თვალშიდა წნევის მატება, ინფერქცია, იმპლანტების დისლოკაცია).
  • ექსტრაოკულური კუნთის დაზიანება.

საქართველოში ეპიდსიტუაციის გაუარესების დღიდან „ნიუ ჰოსპიტალსი“ განახლებული რეჟიმით ფუნქციონირებს და ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა უზრუნველყოს პაციენტების, მედპერსონალის და ვიზიტორების უსაფრთხოება. ეპიდემიის რისკის დადგომისთანავე, „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩამოყალიბდა საგანგებო სიტუაციის მართვის ჯგუფი, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს და არსებულ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით შეაქვს ცვლილება კლინიკის ფუნქციონირების პროტოკოლებში. მომსახურების ცვლილება ეყრდნობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს და განპირობებულია პაციენტებისა და კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოებაზე ზრუნვით.

გეგმიური ვიზიტების მსურველი პაციენტები უნდა დაუკავშირდნენ კლინიკას (ნომერზე 2 190 190) და წინასწარ ჩაეწერონ ვიზიტზე.