ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

3D ფიქსატორი

მაღალტექნოლოგიური 3D ფიქსატორი

ინოვაციური იმობილიზაცია საქართველოში პირველად - მაღალტექნოლოგიური 3D ფიქსატორი პოსტ ტრავმული და თერაპიული მკურნალობისთვის „ნიუ ჰოსპიტალსშია“.

რა არის და რა დანიშნულება აქვს 3D ფიქსატორს?

3D ფიქსატორის დანიშნულება მკურნალობის ეფექტურობის გაზრდა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. იგი გამოიყენება მოტეხილობების, ამოვარდნილობების, კუნთების და მყესების დაზიანების ან დაჭიმვის, ართრიტის, ართროზის, ასევე პოსტ ოპერაციული მკურნალობის დროს. იგი რიგ შემთხვევებში ანაცვლებს თაბაშირს და მკურნალობის პროცესს უფრო მოსახერხებელს ხდის პაციენტისთვის.


რა უპირატესობები აქვს 3D ფიქსატორს?

3D ფიქსატორი აფიქსირებს სხეულის დაზიანებულ ნაწილს სასურველ პოზიციაში, ამცირებს ტკივილს, ხელს უწყობს კუნთების სტაბილიზაციას და 15-20%-ით აჩქარებს აღდგენით პროცესს.

მისი სიმსუბუქე და სპეციალურად შემუშავებული დიზაინი მაქსიმალურად ამცირებს დისკომფორტს, რაც არსებული იმობილიზაციის საშუალებების (მაგ. თაბაშირის) გამოყენებისას წარმოიქმნება. 3D ფიქსატორის გამოყენებისას პაციენტებს ნაკლებად აწუხებთ:

  • კანის გაღიზიანება, ქავილი, წყლულები
  • ინფექციების წარმოშობის რისკი
  • კუნთების მასის ექსპონენციური კლება
  • წყალთან ურთიერთობის შეზღუდვა
  • მძიმე წონა და მოუქნელობა, რაც ცხოვრების ჩვეულ ფორმაში გაგრძელებას შეუძლებელს ხდის (ტანისამოსის მორგება, თვითმომსახურება, მოძრაობა და სხვ.)
  • ჰიგიენური და ესთეტიკური ფაქტორები

განსაკუთრებული დიზაინი

ფიქსატორს გააჩნია განსაკუთრებული დიზაინი, რომელიც Red Dot დიზაინის ჯილდოს მფლობელია.

ხვეული ჭრის დიზაინი აუმჯობესებს 3D ფიქსატორის სტრუქტურულ სიმძლავრეს და აძლიერებს მის წინააღმდეგობას შესაძლო ზემოქმედების მიმართ.

ღიობების დიზაინი ეფუძნება კიდურის ორგანულ ფორმებს, მომრგვალებული დაბოლოებით, რაც ხელს უწყობს წყლისა და ტენიანობის გადინებას და იცავს კანს ნესტით გამოწვეული დისკომფორტისგან. პოსტ ოპერაციულ პერიოდში იგი შესაძლებელს ხდის ჭრილობის, ნაწიბურის მოვლას და მასზე დაკვირვებას იმობილიზაციის მოხსნის გარეშე. ღიობები საშუალებას აძლევს ექიმს ფიქსატორის მოხსნის გარეშე განახორციელოს მანიპულაციები, როგორიც არის მაგნიტოთერაპია, ელექტროთერაპია და სხვ.

სპეციალურად შემუშავებული დახურვის სისტემის საშუალებით, პოსტ ანთებითი პროცესების დროს, წარმოიქმნება რამდენიმე მილიმეტრიანი სივრცე, რაც დაზიანებულ ნაწილზე  ზედმეტი ზეწოლისა და შეკუმშვის გარეშე ინარჩუნებს დაზიანებული კიდურის ფიქსაციას.


როგორ მზადდება 3D
ფიქსატორი?

ფიქსატორის დამზადება ხდება ინდივიდუალურად, თითოეული პაციენტისთვის. დამზადების პროცესი სრულად ავტომატიზებული და საკმაოდ მარტივია.

სპეციალური მოწყობილობის გამოყენებით, 2 წუთზე ნაკლებ დროში, ხდება სხეულის ნებისმიერი ნაწილის სკანირება და 100%-იანი სიზუსტის 3D ვიზუალის შექმნა. მიღებული ვიზუალით და 3D ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოყენებით ხდება პერსონალური ფიქსატორის დამზადება.

საერთაშორისო აღიარება

3D ფიქსატორს მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო დაწესებულებები (Mayo Clinic, Hospital Germans Trias I Pujol, Rabin Medical Center და სხვ.) იყენებენ პაციენტთა მკურნალობის პროცესში. მისი წარმოების სრულ ჯაჭვს გააჩნია ISO ბიოთავსებადობის სტანდარტი. ასევე, სერტიფიცირებულია Conformité Européenne (CE) და U.S. Food and Drug Administration (FDA) მიერ.


სად არის ხელმისაწვდომი 3D ფიქსატორი?

ფიქსატორი ხელმისაწვდომია „ნიუ ჰოსპიტალსის“ ულტრათანამედროვე აღჭურვილობის მქონე ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის პაციენტებისთვის. ფიქსატორის დამზადება შესაძლებელია გეგმიურ შემთხვევებში, მოზრდილებისა და ბავშვებისთვის. 

„ნიუ ჰოსპიტალსი“ მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომლის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, მაღალკვალიფიციური სამედიცინო გუნდის მუდმივი განვითარება და ინოვაციური სერვისების მიწოდებაა, რათა პაციენტბებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს საერთაშორისო, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მიღწევები.