ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ალერგიული რინიტი

ალერგიული რინიტი ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებაა, გამოწვეული ისეთი ალერგენებით, როგორიცაა, ყვავილის მტვერი, ოთახის მტვერი, ფხვიერი მიწა და რა თქმა უნდა ცხოველის ბეწვი. ალერგიული რინიტი ხშირად იწვევს გაციებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს, როგორიცაა ცემინება, ქავილი, ცხვირის ,,გაჭედვა’’, რინორეა. ეს სიმპტომები, ჩვეულებრივ, ალერგენთან კონტაქტის შემდეგ იწყება. ზოგიერთი ადამიანი ალერგიულ რინიტს მხოლოდ რამდენიმე თვის მანძილზე განიცდის, რადგან ისინი მგრძნობიარენი არიან სეზონური ალერგენების მიმართ, როგორიცაა ხის ან ბალახის მტვერი. ზოგიერთს კი წლიური ალერგიული რინიტი ახასიათებს.


რა იწვევს ალერგიულ რინიტს?

ალერგიულ რინიტს იწვევს იმუნური სისტემის რეაგირება ალერგენზე, თითქოს მავნე ფაქტორზე. იმუნური სისტემა არის ორგანიზმის ბუნებრივი თავდაცვითი მექანიზმი ინფექციებისა და ავადმყოფობების წინააღმდეგ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი იმუნური სისტემა ჰიპერმგრძნობიარეა, მაშინ ალერგენზეც ისეთივე რეაგირებას მოახდენს, როგორც ვირუსებსა და ინფექციებზე. გავრცელებულ ალერგენებს მიეკუთვნება ყვავილის მტვერი, სახლის მტვრის ტკიპები და რა თქმა უნდა, ცხოველები.


ალერგიული 
რინიტის სიმპტომები

ალერგიული რინიტი ხშირად იწვევს გაციებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს, როგორიცაა ცემინება, ქავილი, ცხვირის ,,გაჭედვა’’, რინორეა. ეს სიმპტომები, ჩვეულებრივ, ალერგენთან კონტაქტის შემდეგ იწყება.


ალერგიული რინიტისათვის დამახასიათებელ სიმპტომებია:

ლორწოვანიგარსის შეშუპება (ცხვირის ღრუს შიდა ამომფენი შრე) - რომელიც ბლოკავს სასუნთქ გზებს და იწვევს გაჭედვას.

ლორწოს ჭარბი პროდუცირება - რაც მჟღავნდება გაჭედვის შედეგად, იწვევს ცემინებასა და რინორეას.


ზოგიერთი ადამიანი ალერგიულ რინიტს მხოლოდ რამდენიმე თვის მანძილზე განიცდის, რადგან ისინი მგრძნობიარენი არიან სეზონური ალერგენების მიმართ, როგორიცაა ხის ან ბალახის მტვერი, რომელიც პროდუცირდება წლის კონკრეტულ დროს. ზოგიერთს კი ალერგიული რინიტი მთელი წლის მანძილზე აწუხებთ, რადგან ისინი არიან მგრძნობიარენი არა-სეზონური ალერგენების მიმართ, მაგალითად ცხოველის ბეწვი. ადამიანთა უმრავლესობას ალერგიული რინიტის სუსტი სიმპტომატიკა ახასიათებს, რომლის განკურნებაც შედარებით მარტივად და ეფექტურად ხდება. ზოგიერთისთვის უფრო მძიმედ მიმდინარეობს, იწვევს ძილიანობას, გავლენას ახდენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

 

თუ თქვენი სიმპტომები სუსტია, მაშინ უნდა შეძლოთ თავად უმკურნალოთ მათ:

გამოიყენეთ არასედატიური ანტიჰისტამინები და დეკონგესტანტები, რათა გათავისუფლდეთ ცხვირის გაჭედვისა და რინორეისაგან.

ცხვირის გამორეცხვა - რეგულარულად ივლეთ ცხვირის გასავლებში მარილიანი წყალხსნარი, რათა დაიცვათ იგი გამღიზიანებლებისგან;


გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან  თუ სიმპტომები გავლენას ახდენს თქვენი ცხოვრების ხარისხზე. შესაძლოა დაგინიშნოთ უფრო ძლიერი წამალი, როგორიცაა ცხვირის სპრეი, რომელიც შეიცავს კორტიკოსტეროიდებს.


გართულებები

ცხვირიის დანამატი წიაღების  ინფექციები (სინუსიტი) რინიტის ზოგად გართულებას წარმოადგენს. ლორწო, რომლითაც ამოფენილია სინუსები, როგორც წესი, მოჟონავს გარეთ. თუმცა, თუ შეუძლებელია გამოჟონვა გაძნელდეს, ჭარბი ლორწოს ან ცხვირის პოლიპების გამო, მაგალითად, იგი შეიძლება გახდეს ინფიცირებული ბაქტერიებით.


გავრცელებული ალერგენები

ალერგიულ რინიტს ალერგენთა უწვრილესი ნაწილაკების შესუნთქვა იწვევს. ყველაზე გავრცელებული ჰაერით გადამცემი ალერგენები, რომელიც რინიტს იწვევს, აღწერილია ქვემოთ.


სახლის მტვრის ტკიპები

სახლის მტვრის ტკიპები არიან პატარა მწერები, რომლებიც ადამიანის მკვდარი კანით იკვებებიან. ისინი შეიძლება აღმოაჩინოთ ლეიბებზე, ხალიჩებზე, რბილ ავეჯზე, ბალიშებსა და საწოლზე. მტვრის ტკიპები არ არიან რინიტის უშუალო გამომწვევები, მაგრამ ქიმიური ნივთიერება ნაპოვნია მათ ექსკრემენტებში. მტვრის ტკიპები ცოცხლობენ მთელი წლის განმავლობაში, თუმცა მათი რიცხვი ტენდენციურად იზრდება და პიკს აღწევს ზამთარში.


ხისა და ბალახის მტვერი

ხეებისა და ბალახების მიერ გამოყოფილმა მტვრის უმცირესმა ნაწილაკებმა შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიოს ალერგიული რინიტი. დამტვერვა ხეების უმრავლესობაში ხდება  ადრეულიდან შუა გაზაფხულამდე. ბალახები კი გაზაფხულის დასასრულსა და ზაფხულის დასაწყისში.


ცხოველები

ბევრი ადამიანი ალერგიულია ისეთი ცხოველების მიმართ, როგორიცაა კატა და ძაღლი. ცხოველთა ბეწვი არ იწვევს ალერგიულ რეაქციას. მას მკვდარი ცხოველის კანის ქერცლი, შარდი და ნერწყვი იწვევს. ძაღლები და კატები ყველაზე ხშირი გამომწვევები არიან, თუმცა ზოგიერთი ადამიანი ალერგიულია ცხენებზე, ძროხაზე, კურდღელსა და მღრღნელებზე, როგორიცაა guinea pigs და ზაზუნები.


სამსახურთან დაკავშირებული ალერგენები

ზოგიერთ ადამიანზე მოქმედებს ალერგენები, რომლებიც აღმოჩენილია მათ სამუშაო გარემოში, როგორიცაა ხის მტვერი, ფქვილის მტვერი ან ლატექსი.


ალერგიული რინიტის გართულებები

ალერგიული რინიტის ორ ძირითად გართულებას ნაზალური პოლიპები და სინუსიტი მიეკუთვნება.


ცხვირის პოლიპები

ცხვირის პოლიპები არის ცხვირის ლორწოვან გარსზე ან სინუსებში (ცხვირის ღრუს დანამატი წიაღები) არსებული წანაზარდები. ისინი ვითარდება, როდესაც ცხვირის მხდება ცხვირის ლორწოვანის  ანთებაა დაშეშუპება, ზოგჯერ გამოწვეულია ალერგიული რინიტით.


სინუსიტი

სინუსიტი რინიტის ზოგადი გართულებაა. ამ დროს სინუსები შეშუპებული და ინფიცირებულია.თუ სინუსებში დაგროვდება ჭარბი ოდენობით ლორწო, ის, როგორც წესი, ცხვირის ღრუდან გარეთ გამოჟონავს. თუმცა, თუ სითხე ვერ  გამოაღწევს - მაგალითად, გაჭედვის შედეგად, ის შეიძლება დაინფიცირდეს ბაქტერიების მიერ. სინუსიტი არის რინიტის ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რადგან ჭარბმა ლორწომ ან ცხვირის პოლიპებმა შეიძლება შეაფერხოს სინუსებიდან დრენირება.


ალერგიული რინიტის დიაგნოსტიკა

ალერგიული რინიტის პირდაპირი დიაგნოსტირება თქვენს სიმპტომებზე დაყრდნობით ხდება. პირადი ექიმი დაათვალიერებს თქვენს ცხვირის ღრუში არსებულ წარმონაქმნებს, ცნობილს, როგორც ცხვირის პოლიპები, რომელთაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რინიტი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ალერგიული რინიტის მიზეზი გაურკვეველია, მაშინ მოგეცემათ მომართვა ალერგიული სინჯების ჩასატარებლად.


ალერგიული 
რინიტის მკურნალობა

ალერგიული რინიტი, როგორც წესი, არ არის მავნე, მაგრამ ეს შეიძლება იყოს გამაღიზიანებელი და იმოქმედოს თქვენი ცხოვრების ხარისხზე. ალერგენების იდენტიფიცირება და თავიდან აცილება პირველი ნაბიჯია ამ მდგომარეობის მართვაში. მიუხედავად ამისა, ეს ყოველთვის ადვილი არ არის.


თუ თქვენი სიმპტომები სუსტია, მაშინ უნდა შეძლოთ თავად უმკურნალოთ მათ:

გამოიყენეთ არასედატიური ანტიჰისტამინები რათა გათავისუფლდეთ ცხვირის გაჭედვისა და რინორეისაგან.

ცხვირის გამორეცხვა - რეგულარულად ივლეთ ცხვირის გასავლებში მარილიანი წყალხსნარი, რათა დაიცვათ იგი გამღიზიანებლებისგან. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან  თუ სიმპტომები გავლენას ახდენს თქვენს ცხოვრების ხარისხზე. შესაძლოა დაგინიშნოთ უფრო ძლიერი წამალი, როგორიცაა ცხვირის სპრეი, რომელიც შეიცავს კორტიკოსტეროიდებს.

 

ალერგიული რინიტი ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებაა, გამოწვეული ისეთი ალერგენებით, როგორიცაა, ყვავილის მტვერი, ოთახის მტვერი, ფხვიერი მიწა და რა თქმა უნდა ცხოველის ბეწვი. ალერგიული რინიტი ხშირად იწვევს გაციებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს, როგორიცაა ცემინება, ქავილი, ცხვირის ,,გაჭედვა’’, რინორეა. ეს სიმპტომები, ჩვეულებრივ, ალერგენთან კონტაქტის შემდეგ იწყება. ზოგიერთი ადამიანი ალერგიულ რინიტს მხოლოდ რამდენიმე თვის მანძილზე განიცდის, რადგან ისინი მგრძნობიარენი არიან სეზონური ალერგენების მიმართ, როგორიცაა ხის ან ბალახის მტვერი. ზოგიერთს კი წლიური ალერგიული რინიტი ახასიათებს.


რა იწვევს ალერგიულ რინიტს?

ალერგიულ რინიტს იწვევს იმუნური სისტემის რეაგირება ალერგენზე, თითქოს მავნე ფაქტორზე. იმუნური სისტემა არის ორგანიზმის ბუნებრივი თავდაცვითი მექანიზმი ინფექციებისა და ავადმყოფობების წინააღმდეგ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი იმუნური სისტემა ჰიპერმგრძნობიარეა, მაშინ ალერგენზეც ისეთივე რეაგირებას მოახდენს, როგორც ვირუსებსა და ინფექციებზე. გავრცელებულ ალერგენებს მიეკუთვნება ყვავილის მტვერი, სახლის მტვრის ტკიპები და რა თქმა უნდა, ცხოველები.


ალერგიული 
რინიტის სიმპტომები

ალერგიული რინიტი ხშირად იწვევს გაციებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს, როგორიცაა ცემინება, ქავილი, ცხვირის ,,გაჭედვა’’, რინორეა. ეს სიმპტომები, ჩვეულებრივ, ალერგენთან კონტაქტის შემდეგ იწყება.


ალერგიული რინიტისათვის დამახასიათებელ სიმპტომებია:

ლორწოვანი გარსის შეშუპება (ცხვირის ღრუს შიდა ამომფენი შრე) - რომელიც ბლოკავს სასუნთქ გზებს და იწვევს გაჭედვას;

ლორწოს ჭარბი პროდუცირება - რაც მჟღავნდება გაჭედვის შედეგად, იწვევს ცემინებასა და რინორეას;

ზოგიერთი ადამიანი ალერგიულ რინიტს მხოლოდ რამდენიმე თვის მანძილზე განიცდის, რადგან ისინი მგრძნობიარენი არიან სეზონური ალერგენების მიმართ, როგორიცაა ხის ან ბალახის მტვერი, რომელიც პროდუცირდება წლის კონკრეტულ დროს. ზოგიერთს კი ალერგიული რინიტი მთელი წლის მანძილზე აწუხებთ, რადგან ისინი არიან მგრძნობიარენი არა-სეზონური ალერგენების მიმართ, მაგალითად ცხოველის ბეწვი.


ადამიანთა უმრავლესობას ალერგიული რინიტის სუსტი სიმპტომატიკა ახასიათებს, რომლის განკურნებაც შედარებით მარტივად და ეფექტურად ხდება. ზოგიერთისთვის უფრო მძიმედ მიმდინარეობს, იწვევს ძილიანობას, გავლენას ახდენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. თუ თქვენი სიმპტომები სუსტია, მაშინ უნდა შეძლოთ თავად უმკურნალოთ მათ:

გამოიყენეთ არასედატიური ანტიჰისტამინები და დეკონგესტანტები, რათა გათავისუფლდეთ ცხვირის გაჭედვისა და რინორეისაგან.

ცხვირის გამორეცხვა - რეგულარულად ივლეთ ცხვირის გასავლებში მარილიანი წყალხსნარი, რათა დაიცვათ იგი გამღიზიანებლებისგან. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან  თუ სიმპტომები გავლენას ახდენს თქვენი ცხოვრების ხარისხზე. შესაძლოა დაგინიშნოთ უფრო ძლიერი წამალი, როგორიცაა ცხვირის სპრეი, რომელიც შეიცავს კორტიკოსტეროიდებს.


გართულებები

ცხვირიის დანამატი წიაღების  ინფექციები (სინუსიტი) რინიტის ზოგად გართულებას წარმოადგენს. ლორწო, რომლითაც ამოფენილია სინუსები, როგორც წესი, მოჟონავს გარეთ. თუმცა, თუ შეუძლებელია გამოჟონვა გაძნელდეს, ჭარბი ლორწოს ან ცხვირის პოლიპების გამო, მაგალითად, იგი შეიძლება გახდეს ინფიცირებული ბაქტერიებით.


გავრცელებული ალერგენები

ალერგიულ რინიტს ალერგენთა უწვრილესი ნაწილაკების შესუნთქვა იწვევს. ყველაზე გავრცელებული ჰაერით გადამცემი ალერგენები, რომელიც რინიტს იწვევს, აღწერილია ქვემოთ.


სახლის მტვრის ტკიპები

სახლის მტვრის ტკიპები არიან პატარა მწერები, რომლებიც ადამიანის მკვდარი კანით იკვებებიან. ისინი შეიძლება აღმოაჩინოთ ლეიბებზე, ხალიჩებზე, რბილ ავეჯზე, ბალიშებსა და საწოლზე.

მტვრის ტკიპები არ არიან რინიტის უშუალო გამომწვევები, მაგრამ ქიმიური ნივთიერება ნაპოვნია მათ ექსკრემენტებში. მტვრის ტკიპები ცოცხლობენ მთელი წლის განმავლობაში, თუმცა მათი რიცხვი ტენდენციურად იზრდება და  პიკს აღწევს ზამთარში.


ხისა და ბალახის მტვერი

ხეებისა და ბალახების მიერ გამოყოფილმა მტვრის უმცირესმა ნაწილაკებმა შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიოს ალერგიული რინიტი. დამტვერვა ხეების უმრავლესობაში ხდება  ადრეულიდან შუა გაზაფხულამდე. ბალახები კი გაზაფხულის დასასრულსა და ზაფხულის დასაწყისში.


ცხოველები

ბევრი ადამიანი ალერგიულია ისეთი ცხოველების მიმართ, როგორიცაა კატა და ძაღლი. ცხოველთა ბეწვი არ იწვევს ალერგიულ რეაქციას. მას მკვდარი ცხოველის კანის ქერცლი, შარდი და ნერწყვი იწვევს. ძაღლები და კატები ყველაზე ხშირი გამომწვევები არიან, თუმცა ზოგიერთი ადამიანი ალერგიულია ცხენებზე, ძროხაზე, კურდღელსა და მღრღნელებზე, როგორიცაა guinea pigs და ზაზუნები.


სამსახურთან დაკავშირებული ალერგენები

ზოგიერთ ადამიანზე მოქმედებს ალერგენები, რომლებიც აღმოჩენილია მათ სამუშაო გარემოში, როგორიცაა ხის მტვერი, ფქვილის მტვერი ან ლატექსი.


ალერგიული რინიტის გართულებები

ალერგიული რინიტის ორ ძირითად გართულებას ნაზალური პოლიპები და სინუსიტი მიეკუთვნება.


ცხვირის პოლიპები

ცხვირის პოლიპები არის ცხვირის ლორწოვან გარსზე ან სინუსებში (ცხვირის ღრუს დანამატი წიაღები) არსებული წანაზარდები. ისინი ვითარდება, როდესაც ცხვირის მხდება ცხვირის ლორწოვანის  ანთებაა დაშეშუპება, ზოგჯერ გამოწვეულია ალერგიული რინიტით.


სინუსიტი

სინუსიტი რინიტის ზოგადი გართულებაა. ამ დროს სინუსები შეშუპებული და ინფიცირებულია.თუ სინუსებში დაგროვდება ჭარბი ოდენობით ლორწო, ის, როგორც წესი, ცხვირის ღრუდან გარეთ გამოჟონავს. თუმცა, თუ სითხე ვერ  გამოაღწევს - მაგალითად, გაჭედვის შედეგად, ის შეიძლება დაინფიცირდეს ბაქტერიების მიერ. სინუსიტი არის რინიტის ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რადგან ჭარბმა ლორწომ ან ცხვირის პოლიპებმა შეიძლება შეაფერხოს სინუსებიდან დრენირება.


ალერგიული რინიტის დიაგნოსტიკა

ალერგიული რინიტის პირდაპირი დიაგნოსტირება თქვენს სიმპტომებზე დაყრდნობით ხდება. პირადი ექიმი დაათვალიერებს თქვენს ცხვირის ღრუში არსებულ წარმონაქმნებს, ცნობილს, როგორც ცხვირის პოლიპები, რომელთაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რინიტი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ალერგიული რინიტის მიზეზი გაურკვეველია, მაშინ მოგეცემათ მომართვა ალერგიული სინჯების ჩასატარებლად.


ალერგიული 
რინიტის მკურნალობა

ალერგიული რინიტი, როგორც წესი, არ არის მავნე, მაგრამ ეს შეიძლება იყოს გამაღიზიანებელი და იმოქმედოს თქვენი ცხოვრების ხარისხზე. ალერგენების იდენტიფიცირება და თავიდან აცილება პირველი ნაბიჯია ამ მდგომარეობის მართვაში. მიუხედავად ამისა, ეს ყოველთვის ადვილი არ არის.


თუ თქვენი სიმპტომები სუსტია, მაშინ უნდა შეძლოთ თავად უმკურნალოთ მათ:

გამოიყენეთ არასედატიური ანტიჰისტამინები რათა გათავისუფლდეთ ცხვირის გაჭედვისა და რინორეისაგან. ცხვირის გამორეცხვა - რეგულარულად ივლეთ ცხვირის გასავლებში მარილიანი წყალხსნარი, რათა დაიცვათ იგი გამღიზიანებლებისგან. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან  თუ სიმპტომები გავლენას ახდენს თქვენს ცხოვრების ხარისხზე. შესაძლოა დაგინიშნოთ უფრო ძლიერი წამალი, როგორიცაა ცხვირის სპრეი, რომელიც შეიცავს კორტიკოსტეროიდებს.