ანესთეზია
ანესთეზია
ნიუ ჰოსპიტალსის ანესთეზიოლოგთა გუნდი ქირურგიული ოპერაციის წინ აფასებს პაციენტის მდგომარეობას. პაციენტი გადის სასიცოცხლო მაჩვენებლების შემოწმებას - პულსი, ტემპერატურა, სისხლის წნევა, სუნთქვის სიხშირე, სხვ.) პაციენტი ასევე გაივლის გასაუბრებას ანესთეზიოლოგთან და ჩაუტარდება სისხლის ანალიზი. დამატებითი ტესტები, მაგ. ელექტრო კარდიოგრამა და გულმკერდის რენტგენოგრაფია ჩატარდება საჭიროებისამებრ, პაციენტის სამედიცინო ისტორიიდან და მისი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.
პაციენტი ოპერაციის წინ მიიღებს ინსტრუქტაჟს ანესთეზიოლოგთან გუნდისგან იმის შესახებ თუ როდის უნდა მიიღოს მან საკვები და რა მედიკამენტები იქნება მისთვის საჭირო.
ანესთეზიოლოგთა გუნდი სრულად ფლობს ანესთეზიის მართვას, რათა მოხდეს კუნთების მოდუნება ოპერაციის მსვლელობისას და ოპერაციის შემდგომი ტკივილის აცილება. ანესთეზიოლოგები იყენებენ ჰოსპიტალში არსებულ თანამედროვე აპარატურას და მედიკამენტებს, რათა პაციენტებს ჩაუტარდეთ უსაფრთხო ანესთეზია და გადაუდებელი მედიკამენტოზური ჩარევები.
სერვისები
- კლინიკური ანესთეზია (საერთო და ადგილობრივი), რომელიც ტარდება ქირურგიის ყველა დისციპლინის ვიწრო სპეციალობებში დახელოვნებული ექიმ-ანესთეზიოლოგების მიერ
- კრიტიკული მედიცინის ანესთეზია, სადაც სპეციალისტები დამატებით ფლობენ ამ სფეროსთვის აუცილებელ მოთხოვნებს