ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ანევრიზმა

რა არის ანევრიზმა?

ანევრიზმა წარმოადგენს სისხლძარღვის კედლის გათხელებითა და დასუსტებით გამოწვეულ ამობურცულობას, რომელიც შესაძლოა სისხლძარღვთა სისტემაში მისი არსებობის გარკვეულ ეტაპზე გასკდეს. ძირითადად ის აორტის და თავის ტვინის სისხლძარღვებში წარმოიქმნება. თავის ტვინს სისხლით ოთხი ძირითადი არტერია ამარაგებს, რომლებიც იტოტებიან და ტვინის ყველა უბნისკენ მიემართებიან. ანევრიზმის წარმოქმნა უხშირესად სწორედ იმ უბნებში ხდება,  სადაც ეს ოთხი არტერია ერთმანეთს უერთდება.

როგორ ვლინდება ანევრიზმა?

ანევრიზმა ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რადგან მისგან გამოწვეული გამობერილობა მცირე ზომის არის და სისხლძარღვის მთლიანობას არ არღვევს. ანევრიზმისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • გუგის გაფართოება;
  • თავის ტკივილი;
  • ტკივილი თვალის არეში;
  • მეტყველების გაძნელება;
  • ნახევარი სახის დაბუჟება;
  • კოორდინაციის და კონცენტრაციის დარღვევა.
რა რისკ-ფაქტორები ახლავს ანევრიზმას?


არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ანევრიზმის განვითარების რისკს ზრდის. ამ ფაქტორების რიცხვს მიეკუთვნება შემდეგი:

  • მაღალი არტერიული წნევა;
  • სისხლძარღვის ტრავმული დაზიანება;
  • ნარკოტიკული საშუალებები, განსაკუთრებით კოკაინის მოხმარება;
  • მოწევა - არაერთი კვლევით დადგინდა, რომ აღნიშნული დაავადების მქონე ადამიანების უმეტესობა არის მწეველი ან წარსულში იყვნენ თამბაქოს მომხმარებლები. ანევრიზმის განვითარების რისკს ზრდის ის მავნე ნივთიერებები, რომელსაც თამბაქო შეიცავს;
  • მემკვიდრეობა - მემკვიდრეობის შემთხვევაში შესაძლებელია ითქვას, რომ რისკი შედარებით მცირეა, თუმცა თუ პირველი რიგის ნათესავია დაავადებული, დაავადების განვითარების რისკი შედარებით მაღალია;
  • ასაკი - ანევრიზმით უმეტესად 40 წელს გადაცილებული ადამიანები ავადდებიან.

ანევრიზმის თანამედროვე მკურნალობა - ენდოვასკულური ქირურგია

ენდოვასკულური ქირურგია არის სისხლძარღვთა ქირურგიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს სისხლძარღვთა დაავადებების სისხლძარღვშიდა ქირურგიული მეთოდით, ინტერვასკულარულ მკურნალობას.  ენდოვასკულური ქირურგიის უპირატესობა სწრაფი ეფექტია. ამასთან, ენდოვასკულური ქირურგია არ საჭიროებს ზოგად ანესთეზიას. ენდოვასკულური ქირურგიის დროს მალევე ხდება პაციენტის ბინაზე გაწერა და რეაბილიტაციის პერიოდიც შედარებით ხანმოკლეა.


ენდოვასკულური ქირურგიის დროს, ტრადიციული ქირურგიისგან განსხვავებით, არ იყენებენ ქირურგიულ დანას, ენდოვასკულური ქირურგიის დროს არ ხდება ქსოვილების და თავის ქალას ძვლის გაკვეთა, შესაბამისად გამორიცხულია ტვინის ქსოვილზე ზემოქმედება და მისი დაზიანება.