ბოტულინოთერაპია შაკიკის სამკურნალოდ
თუ თქვენ დაგისვეს შაკიკის დიაგნოზი და ხშირად გაქვთ შაკიკური თავის ტკივილი, გიჩნდებათ კითხვა რისი გაკეთება შეიძლება მათი თავიდან ასაცილებლად.
ქრონიკული შაკიკის მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ 2010 წელს დამტკიცდა ონაბოტულოტოქსინი A, ან ბოტოქსი შემდეგი სიმპტომების დროს:
- შაკიკური თავის ტკივილის ისტორია;
- თავის ტკივილი თვეში 15 ან მეტი დღე, რომელიც გრძელდება დღეში 4 საათი ან მეტი.
ასეთი მკურნალობა არ არის მიღებული იმ შემთხვევაში, თუ:
- თავის ტკივილები გაქვთ თვეში 14 ან ნაკლები დღე;
- გაქვთ სხვა ტიპის თავის ტკივილები.
რა არის ბოტოქსი?
ბოტოქსი არის ნეიროტოქსინი, შხამი, რომელიც წარმოიქმნება ბაქტერიით, სახელწოდებით „კლოსტრიდიუმ ბოტულინი“ (Clostridium botulinum). თუ თქვენ მას მიიღებთ გაფუჭებული საკვების სახით, შესაძლოა გამოიწვიოს საშიში დაზიანება, რომელსაც ეწოდება ბოტულიზმი , რადგან ის ბლოკავს ნერვებიდან წამოსულ სიგნალებს და იწვევს კუნთების პარალიზებას.
ტოქსინი არ შეიწოვება კუჭში და მისი დოზა გაცილებით მცირეა, ვიდრე გაფუჭებული საკვებით მიღების დროს.
ბოტოქსის ინექციები ხელს უწყობს ნაოჭების გასწორებას, რადგან ადუნებს სახის კუნთებს. ასევე ეხმარება ადამიანებს, რომლებსაც აქვთ „ტიკები“ და სპაზმები ისეთი ნერვული დაავადების გამო, როგორიცაა ცერებრალური დამბლა.
მათ ვისაც ჰქონდათ შაკიკური თავის ტკივილი, და გამოიყენეს ბოტოქსი ნაოჭების გასასწორებლად, ექიმებს განუცხადეს რომ თავის ტკივილები შეუმსუბუქდათ. შესაბამისად, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა დაიწყეს ბოტოქსის, როგორც მიგრენული ტკივილის სამკურნალო საშუალების, შესწავლა.
მოქმედებს თუ არა ბოტოქსი შაკიკის დროს?
ქრონიკული შაკიკური თავის ტკივილების მქონე მოზრდილების კვლევაში, ბოტოქსის ინექციებმა შეამცირა ამ და სხვა სახის თავის ტკივილის დღეების საერთო რაოდენობა. ასევე თვის განმავლობაში ჰქონდათ უფრო მეტი "კრისტალურად სუფთა" -- ტკივილის გარეშე - დღეები და ნაკლები გაცდენილი სამუშაო დღეები - ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
სხვა კვლევაში, იმ ადამიანების თითქმის ნახევარმა, რომელმაც ორჯერ გაიკეთა ბოტოქსის ინექცია, განაცხადა, რომ თვის განმავლობაში თავის ტკივილის დღეების რაოდენობა განახევრდა. მკურნალობის ხუთი სეანსის შემდეგ, ასეთი ადამიანების რიცხვი დაახლოებით 70%-მდე გაიზარდა.
ექიმები ფიქრობენ, რომ ბოტოქსი დადებითად მოქმედებს შაკიკურ თავის ტკივილზე, რადგან ის ბლოკავს ქიმიურ ნივითიერებებს, ე.წ. ნეიროტრანსმიტერებს, რომლებიც გადმოსცემენ ტკივილის სიგნალებს თქვენი ტვინიდან. ბოტოქსი წარმოადგენს დაბრკოლებას ამ გზაზე, აჩერებს ქიმიურ ნივთიერებებს, სანამ ისინი მიაღწევენ ნერვულ დაბოლოებებს თავისა და კისრის გარშემო.
ბოტოქსით მკურნალობა
შეგიძლიათ გაიკეთოთ ბოტოქსის რამდენიმე ინექცია თავისა და კისრის გარშემო ყოველ 12 კვირაში ერთხელ, მიგრენული თავის ტკივილების დაცხრომის ან პრევენციისთვის.
მთლიანობაში შესაძლოა დაგჭირდეთ 30 – 40 ინექცია, თანაბარი რაოდენობით თავის ორივე მხარეს. შედეგს მიიღებთ პირველი მკურნალობიდან 2-დან 3 კვირამდე.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ტიპის ბოტოქსის მკურნალობა უნდა ჩაიტაროთ მხოლოდ იმ ექიმთან, რომელმაც გაიარა ბოტოქსის ინექციების სასწავლო კურსი ქრონიკული შაკიკური თავის ტკივილების და არა ნაოჭების გასწორების ან სხვა კოსმეტიკური მიზნით.
გვერდითი მოვლენები
ბოტოქსს გვერდითი მოვლენები პრაქტიკულად არ გააჩნია. ინექიის ადგილის ტკივილი ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენაა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ქრონიკული შაკიკური თავის ტკივილი და იყენებენ ბოტოქსს.
იშვიათად, თუმცა შესაძლოა ბოტოქსმა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციაწ ინჭრის ციების სახით.